NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც “ნაცმოძრაობა” არ აცხადებს ბოიკოტს? მალე საკუთარ თავს გამოუცხადებენ ბოიკოტს

შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც “ნაცმოძრაობა” არ აცხადებს ბოიკოტს? მალე საკუთარ თავს გამოუცხადებენ ბოიკოტს

25 ნოე 2021 პოლიტიკა 151 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობა” არ აცხადებს ბოიკოტს? – მგონი საკუთარ თავს გამოუცხადებენ მალე ბოიკოტს, მილევად რეჟიმში არიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესისთვის ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, პროცესი, რომელიც პარლამენტში წარიმართება უპრეცედენტოა და 2019 წლამდე მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა არ არსებობდა.

“დღეს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, საპარლამენტო უმრავლესობას ექნება შესაძლებლობა, გაესაუბრონ წარმოდგენილ კანდიდატებს. იქნება შეკითხვები კომპეტენციასთან დაკავშირებით, ასევე საკითხებზე, რომელიც უკავშირდება შესაბამისი მოსამართლის ბიოგრაფიას და ეს პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომელშიც მონაწილეობენ არასაპარლამენტო სუბიექტები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები. ეს პროცესი არის უპრეცენდენტო, საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა არ არსებობდა 2019 წლამდე და ჩვენ შევძელით მიგვეღწია ასეთი გამჭვირვალე პროცესის წარმართვისთვის. მას შემდეგ, რაც დავასრულებთ მოსმენებს, გადავწყვეტთ გუნდი, როდის იქნება მიზანშეწონილი კენჭისყრების ჩატარება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს და აღნიშნა, რომ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციური პარტიების ნაწილი განხილვას ესწრება.

“შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობა” არ აცხადებს ბოიკოტს. მგონი საკუთარ თავს გამოუცხადებენ მალე ბოიკოტს. პოლიტიკის მიღმა არიან გასულები, ეს მათი არჩევანია, მილევად რეჟიმში არიან და ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, მათი წარმომადგენლები დაესწრებიან განხილვას, ეს ერთმანეთში შეუძლიათ გაარკვიონ, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რა პოზიციას აჟღერებს, თუ ცალკეულ ორგანიზაციებზე აპირებთ მესაუბროთ, უკვე არასერიოზულია,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. კომიტეტზე ახლა გენადი მაკარიძეს უსმენენ, დღის მეორე ნახევარში კი კიდევ ერთი კანდიდატის, თამარ ოქროპირიძის მოსმენაა დაგეგმილი.

კომენტარები

2021-11-25
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

4 331 ახალი შემთხვევა და 57 გარდაცვლილი

შემდეგი სტატია

მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლოზე, ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

მსგავსი სტატიები

მეთიუ ბრაიზაც კი ვერ მალავს საფრთხეებს, რომელიც რასმუსენის იდეის უკან დგას, რადგან ეს ინიციატივა აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე სამუდამოდ უარის თქმას ნიშნავს

მეთიუ ბრაიზაც კი ვერ მალავს საფრთხეებს, რომელიც რასმუსენის იდეის უკან დგას, რადგან ეს ინიციატივა აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე სამუდამოდ უარის თქმას ნიშნავს

ირაკლი შალიკაშვილი 18 ოქტ 2019
საქართველოს მთავრობა „ამაზონთან“ შეთანხმებას გააფორმებს

საქართველოს მთავრობა „ამაზონთან“ შეთანხმებას გააფორმებს

07 დეკ 2018
ვანისა და ხონის მაჟორიტარ კანდიდატად „ქართული ოცნება“ გივი ჭიჭინაძეს წარადგენს

ვანისა და ხონის მაჟორიტარ კანდიდატად „ქართული ოცნება“ გივი ჭიჭინაძეს წარადგენს

სოსო ელისაშვილი 29 მარ 2018

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge