NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»გადაუდებლად მიმაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, “ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის” მძლავრი პლატფორმის შექმნა – ყველა დაინტერესებულ მხარეს გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატში

გადაუდებლად მიმაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, “ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის” მძლავრი პლატფორმის შექმნა – ყველა დაინტერესებულ მხარეს გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატში

24 ნოე 2021 საინტერესო 303 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიმაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, “ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის” მძლავრი პლატფორმის შექმნა, – ამის შესხებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკახაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძე აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში 3 ინიციატივას ასახელებს, რომელთა განსახორციელებლადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს მრგვალი მაგიდის ფორმატში იწვევს.

“საქართველოსა და რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას.

სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ემატება რუსეთის, ოკუპანტი სახელწიფოს მძლავრი გავლენა, რომელსაც ქვეყნის 20 % აქვს ოკუპირებული. მეხუთე კოლონა, რომელსაც საქართველოში ფესვები შეუზღუდავად აქვს გადგმული და გადასულია საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაზე.

ღიად პრორუსული ძალები და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებისა თუ სხვადასხვა საზოგადოებრივ პლატფორმებზე არიან მოკალათებული, დაუფარავად ცდილობენ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დააბრუნონ.

ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” მიერ წარმოებული პოლიტიკური პროცესი დიდი ხანია ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სტრატეგიულ ხაზებს კვეთს.

ამ ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიმაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, “ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის” მძლავრი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც მოხდება:

1. საქართველოში აშშ-ს სამხედრო ობიექტების განლაგება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც საკანონმდებლო ასევე ეკონომიკური კუთხით.

2. აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფად ამოქმედება, რომელიც საქართველოს ეკონომიკას და მის მოქალაქეებს მისცემს სწრაფი ეკონომიკური ზრდის საშუალებას.

3. “ლუსტრაციის კანონი” – ეროვნული კონსოლიდაციისა და სუვერენიტეტის დაცვის აქტის მიღება – მტრული სახელმწიფოების სამსახურში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსავლენად.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატში ამ და სხვა საკითხების საფუძვლიანად და განსახორციელებლად.

ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკის სწრაფი განვითარება უნდა იყოს ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანა.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვჭირდება ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, დასავლელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ინტენსიური მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად და რეალურ ცხოვრებაში განსახორციელებლად.

საქართველოს აქვს შანსი გახდეს ძლიერი ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც მიმზიდველი იქნება ცივილიზებული სამყაროსთვის, როგორც სანდო მოკავშირე და პარტნიორი”, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

TOP 2021-11-24
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Strategies For Custom Research Papers

შემდეგი სტატია

რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი, არ არის საინტერესო ჩემთვის, მით უმეტეს, მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო

მსგავსი სტატიები

Dual Research Digital Media: Precisely what is at stake in the dual research Digital Media?

14 ოქტ 2020

LMU Biology. Kristen Covino A veterinary veterinary features a promotion in biology using a concentration in environmental biology. She performs as a investigation assistant for fish and wildlife solutions within the state of Idaho.

01 ივნ 2021

Find a Bride On the web With Simple Steps

ნაგულისხმევად საიტისათვის 07 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge