NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კობახიძე სტრასბურგში რატომ წავიდა? მთელ ამ მარაზმზე, მას დაეკისრა პასუხისმგებლობა – „ოცნება“ საქართველოში მგელივით რომ იქცეოდა, ახლა შეეცდება, ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას

კობახიძე სტრასბურგში რატომ წავიდა? მთელ ამ მარაზმზე, მას დაეკისრა პასუხისმგებლობა – „ოცნება“ საქართველოში მგელივით რომ იქცეოდა, ახლა შეეცდება, ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას

23 ნოე 2021 პოლიტიკა, საზოგადოება 683 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნება“ საქართველოში მგელივით რომ იქცეოდა, ახლა შეეცდება, რომ ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას, ამას ემსახურება მათი სტარსბურგში ვიზიტიც, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და სხვა წევრების სტრასბურგში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, ვიზიტის მიზანია მმართველმა პარტიამ ევროპას საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე თავისი ვერსია შესთავაზოს და დაარწმუნოს ამაში.

„მე ვფიქრობ, სტრასბურგში „ქართული ოცნების“ წევრები შეეცდებიან თავისი ვერსიებით რაღაცნაირად გამოასწორონ ის ძალიან სერიოზულად შერყეული რეპუტაცია. ჩავლენ და შეეცდებიან, რომ ევროპა დაარწმუნონ შეთქმულების თეორიებში. ცნობილი დემაგოგი კობახიძე რატომ წავიდა? – იმიტომ, რომ მას ხელისუფლების შიგნით მთელ ამ მარაზმზე, რაც ამ ორი თვის განმავლობაში ხდებოდა, პასუხისმგებლობა დაეკისრა. შესაბამისად, ის შეეცდება, რომ ეს ყველაფერი გამოასწოროს. გარკვეულწილად, ევროპას თავისი ვერსია შესთავაზოს. რამდენად დამაჯერებელი იქნება, გამიჭირდება ამის თქმა, ძალიან რთული იქნება მისთვის ევროპარლამენტარების დარწმუნება, რომ აქ დემოკრატიასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია და არც სააკაშვილის ირგვლივ პოლიტიკური არაფერი ხდებოდა და ეს მხოლოდ მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარეობდა. მაგრამ სხვა რა გზაა, უნდა წავიდეს და მცდელობა მაინც უნდა ჰქონდეს, შედეგებს ვნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო „ქართული ოცნების“ ინიციატივა იქნებოდა. „ქართული ოცნება“ მგელივით რომ იქცეოდა საქრთველოში, ახლა შეეცდება, რომ ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას, ამას ემსახურება ეს ყველაფერი. დაუჯერებენ თუ არა, ვნახოთ.

რაც შეეხება იმას, უკავშირდება თუ არა სტრასბურგის სასამართლოს ხვალ მისაღებ გადაწყვეტილებას, არ მგონია, რომ ვინმეს „ქართულ ოცნებაში“ იმის ილუზია ჰქოდეს, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მათი ვიზიტი რაღაცნაირად იმოქმედებს. ასე ვერ იქნება. არ მგონია, რომ ამის ილუზია ჰქონდეთ, მაგრამ თავისთავად ის, რომ შეეცდებიან თავისი შერყეული რეპუტაცია გამოასწორონ, თავისი ვერსიებით, ეს ფაქტია. ჩემია აზრით, ვიზიტის მიზანიც ესაა. როგორც ამბობენ, ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილზე საუბარი „ალბათ“ იქნება კი არა, ვიზიტის მიზანიც ესაა. ერთია, არჩევნების თემა, მაგრამ მთავარი საკითხი იქნება მიხეილ სააკაშვილი. ორი თვე ჩვენ დილას სააკაშვილით ვიღვიძებდით და საღამოს სააკაშვილით ვიძინებდით. ბუნებრივია, რომ საააკაშვილზე, მის ბედზე კი არა, მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იქნება საუბარი,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში გაემგზავრნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ევროპარლამენტარებს შეხვდებიან. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრებზე საუბარი „ალბათ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხება, თუმცა მათი მთავარი ამოცანაა, პარტნიორებამდე ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული გზავნილები მიიტანონ.

კომენტარები

2021-11-23
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

62 გარდაცვლილი და 5085 ინფიცირებული – ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოვიდსტატისტიკა საქართველოში

შემდეგი სტატია

ივანიშვილის რეჟიმის ხელში „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი საფრთხეშია

მსგავსი სტატიები

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ნიკა გვარამია სასწრაფოდ გაათავისუფლოს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ნიკა გვარამია სასწრაფოდ გაათავისუფლოს

ნინო ჩხეიძე 20 აპრ 2023
ძალადობრივი არჩევნები, სახელმწიფოს მიტაცება – ოპოზიცია ომბუდსმენისგან არაფორმალურ მმართველობაზე საუბარს ელის

ძალადობრივი არჩევნები, სახელმწიფოს მიტაცება – ოპოზიცია ომბუდსმენისგან არაფორმალურ მმართველობაზე საუბარს ელის

ირაკლი შალიკაშვილი 27 მაი 2019
ნიკა მელია: ვიდრე ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით

ნიკა მელია: ვიდრე ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით

ირაკლი შალიკაშვილი 14 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge