NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საპარლამენტო უმცირესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, „შატალოზე” იმყოფებიან

საპარლამენტო უმცირესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, „შატალოზე” იმყოფებიან

22 ნოე 2021 ახალი ამბები 572 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, „შატალოზე” იმყოფებიან. ამის შესახებ ხვიჩიამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ “ლელო” ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება.

„ვულოცავ მათ ამ დიად წარმატებას და მოხარული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში. მიხარია, რომ ჩემი კოლეგები ნელ-ნელა წყვეტენ ბოიკოტს. ეს აჩენს შანსს, რომ საპარლამენტო საქმიანობაც კი დაიწყონ და პარლამენტში რაღაც სხვაც მოხდეს გარდა “ნაცების” და “ქოცების” ხელჩართული ჩხუბისა. გულწრფელად ვამბობ, არ ვფიქრობ იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს შეწყვეტს. ძალით ხალხის ტარება პარლამენტში და ძალით მუშაობა, მგონი, არ შეიძლება. მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ჩემს კოლეგებს პარლამენტში შემოსვლის დღიდან მუშაობა არ უნდათ და სხვადასხვა მიზეზს ეძებენ, რომ პარლამენტში არ იარონ. ეს რაღაცნაირი ტიპის “შატალოა”, რომელსაც ბოიკოტს ეძახიან, იქიდან გამომდინარე, რომ კომიტეტის სხდომას ესწრები, მხარს უჭერ – პლენარულ სხდომაზე არ შედიხარ, როცა მოგწონს -დადიხარ, როცა არ მოგწონს – არ დადიხარ. არ მესმის ეს, ცოტა უცნაური ბოიკოტია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს”, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

2021-11-22
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით TEDxYouth@Tbilisi-ი გაიმართა

შემდეგი სტატია

ჩვენი საპარლამენტო ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში

მსგავსი სტატიები

მთაწმინდის პარკში 29 სექტემბერს თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება

28 სექ 2018

​საქართველოს პრეზიდენტმა ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დანიშნა

12 დეკ 2017
TI: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კიდევ ერთი წევრი ვერ აკმაყოფილებს თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს

TI: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კიდევ ერთი წევრი ვერ აკმაყოფილებს თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს

25 იან 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge