NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ნატახტარში „ფუდ ალიანსის“ საწარმო გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ნატახტარში „ფუდ ალიანსის“ საწარმო გაიხსნა

19 ნოე 2021 ბიზნესი 292 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

19 ნოემბერი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან
პარტნიორობით კომპანია „ფუდ ალიანსმა“ მცხეთაში, სოფელ ნატახტარში ახალი
საწარმო გახსნა.
გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო 10,197 კვ.მ მიწის ფართობზე აშენდა.
კომპანია მრავალი სახეობის პურს აწარმოებს, მათ შორის ბაგეტებს, კრუასანებს და სხვა.
„ფუდ ალიანსის“ პროექტის მთლიანი ღირებულება 11 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის
ფინანსური თანამონაწილეობა 6.5 მლნ ლარს შეადგენს.
"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი საწარმო
გაიხსნა. კომპანია მაღალი ხარისხის პურსა და გაყინულ საკონდიტრო ნაწარმს
აწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი აბსოლუტურად ჯანსაღია.
მომხმარებლის მხრიდან ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა კომპანიის პროდუქტებზე
მისი ხარისხის და პრაქტიკული გამოყენების გამო. საწარმოში დასაქმებულია 100-მდე
თანამშრომელი. საწარმო კიდევ უფრო გაფართოებას და ახალი სამუშაო ადგილების
შექმნას გეგმავს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა შორის 80% იძულებით
გადაადგილებულ მოსახლეობას წარმოადგენს. დარწმუნებული ვართ, კომპანია
დასახული გეგმების წარმატებით განხორციელებას შეძლებს", — განაცხადა ზურაბ
ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ
კორპორაციული საბანკო მიმართულებით.
„ნამდვილი ფრანგული კრუასანისა და ფრანგულ-ავსტრიული პურის შესაქმნელად
საჭიროა დიდი გამოცდილების მქონე კონდიტერი, რასაც ჩვენს შემთხვევაში
უზრუნველყოფს ჩვენი უდიდესი გამოცდილების მქონე, მრავალი ჯილდოს მფლობელი
და ცნობილი ფრანგი კონდიტერი, ვილიამ დენოქსი. კომპანია აღჭურვილია ევროპული
წარმოების მაღალი ხარისხის ნახევრად ავტომატური დანადგარებით. „ფუდ ალიანსი“
მომხმარებელს სთავაზობს ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილ ინოვაციურ
ევროპული სტილის პურების დიდ ასორტიმენტს, ვიენუაზერს (კრუასანის ცომით
დამზადებულ ტკბილეულს), ქართულ და ევროპულ ნახევარფაბრიკატს“,- განაცხადა ჟაკ
მარი ფლურიმ, კომპანიის დირექტორმა.
ინფორმაციისთვის, „ფუდ ალიანსი“ 2019 წელს, წარმოებისა და ბიზნესის განვითარების
სექტორში მრვალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების მიერ დაარსდა. დღესდღეობით, საწარმოში ასზე მეტი დასახელების პროდუქტი
იწარმოება, რომელიც ყველა დიდ საცალო ვაჭრობის ქსელში, ჰორეკას სექტორსა თუ
სხვადასხვა მსხვილ კომპანიებშია წარმოდგენილი.

კომენტარები

2021-11-19
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ორბელიანის მოედანზე, თიბისის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ სატესტო რეჟიმში გაიხსნა

შემდეგი სტატია

ძალიან შეშფოთებული ვართ სააკაშვილის მდგომარეობის გამო – ჩვენ გვჯერა მედიკოსების ჯგუფის და როცა ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, არ უნდა იყოს არანაირი დებატი

მსგავსი სტატიები

სფეისი – პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში

სოსო ელისაშვილი 31 ოქტ 2018
თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

ნინო ჩხეიძე 27 იან 2023
მედია: ვინ არიან და რას საქმიანობენ მილიონერი პოლიტიკოსების ნაკლებად ცნობილი ცოლები?

მედია: ვინ არიან და რას საქმიანობენ მილიონერი პოლიტიკოსების ნაკლებად ცნობილი ცოლები?

ნინო ჩხეიძე 26 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge