NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ირინა გუნცაძე: არ გაქვთ უფლება მოაწყოთ 37 წელი 21-ე საუკუნეში. მე კიდევ ყველაფერი არ ვთქვი, თავს ვიკავებ

ირინა გუნცაძე: არ გაქვთ უფლება მოაწყოთ 37 წელი 21-ე საუკუნეში. მე კიდევ ყველაფერი არ ვთქვი, თავს ვიკავებ

19 ნოე 2021 საზოგადოება 843 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე  საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს მიმართავს, რომ სასწრაფოდ მიიღონ ზომები, რადგან ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია.

„ძალიან ვიკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან, რადგან კიდევ მგონია, თქვენ, ვგულისხმობ ხელისუფლებას, სინდისზე ვეღარ ვიტყვი, კიდევ შეგრჩათ ჭკუის, ტვინის, ნასახი. თქვენ არ გაქვთ უფლება, საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. არ გაქვთ უფლება, მოკლათ ადამიანები. მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია. ჩემი შვილი, რომელიც ყველამ იცით, არის სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი.

მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია, რომელიც თავს წირავს საქართველოსთვის, საქართველოს ყველა მოქალაქის გულისთვის. თუ ამას არ გააკეთებთ, აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 1937 წელს. ერთი პატარა ნაპერწკლით მჯერა, რომ გონს მოხვალთ. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, გაფრთხილებთ, არ გაქვთ უფლება მოაწყოთ 37 წელი 21-ე საუკუნეში. მე კიდევ ყველაფერი არ ვთქვი, თავს ვიკავებ”, – განაცხადა გუნცაძემ. შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია პარლამენტში მე-17 დღეა, შიმშილობს. მან დღეიდან მედიკამენტოზურ მკურნალობაზეც უარი განაცხადა, სანამ მესამე ეპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

კომენტარები

TOP ირინა გუნცაძე 2021-11-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირინა გუნცაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბიძინა კულუმბეგოვი: ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც მეორე ადამიანის სიკვდილი უხარიათ?

შემდეგი სტატია

კარლ ჰარცელი: კამათიდან მოქმედებებზე გადასვლის დროა – კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კეთდება

მსგავსი სტატიები

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

12 იან 2018
გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

ნინო ჩხეიძე 24 თებ 2021
“გა­მოვ­თქვამ სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს და ვფიქ­რობ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე უბ­რა­ლოდ შე­ვი­და სამ­ხა­რა­უ­ლი და გა­და­წყვი­ტა შე­ნო­ბის დან­გრე­ვა. ის უზარ­მა­ზა­რი მთე­ლი შე­ნო­ბა თურ­მე იმი­ტომ უნდა და­ინ­გრეს, რომ…”

“გა­მოვ­თქვამ სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს და ვფიქ­რობ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე უბ­რა­ლოდ შე­ვი­და სამ­ხა­რა­უ­ლი და გა­და­წყვი­ტა შე­ნო­ბის დან­გრე­ვა. ის უზარ­მა­ზა­რი მთე­ლი შე­ნო­ბა თურ­მე იმი­ტომ უნდა და­ინ­გრეს, რომ…”

ნინო ჩხეიძე 13 სექ 2023

უახლესი ამბები

  • „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

    „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

    ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

  • პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

    პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

  • პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

    პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

  • ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

    ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

  • შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი  (ვიდეო)

    შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი (ვიდეო)

  • მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

    მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

  • თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

    თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

  • დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

    დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

  • მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

    მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge