სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა თხოვნით, მესამე მხარედ ჩართოს დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში.
მისი განმარტებით, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ საშუალება მიეცემათ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა დავაყენეთ, რომ დროებით ღონისძიების გადაწყვეტილების პროცესში ჩავრთულიყავით მესამე მხარედ, ეს გულისხმობს იმას, რომ თუ სტრასბურგი გაიზიარებს ჩვენს თხოვნას, გვექნება შესაძლებლობა, უშუალოდ წარმოვუდგინოთ სასამართლოს ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”, – ამბობს ლომჯარია.
კომენტარები