NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მიხეილ დაუშვილი: „ქართულ ოცნებას” მივმართავ, არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე

მიხეილ დაუშვილი: „ქართულ ოცნებას” მივმართავ, არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე

17 ნოე 2021 პოლიტიკა 686 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს, ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და მუშაობის დაწყებამდე,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

როგორც დაუშვილმა აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” მუნიციპალიტეტებში უკვე დაიწყო ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცედურები და ცდილობს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღოს.

“მოქალაქეების გადაწყვეტილებით, ჩვენ ვართ წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში, თვითმმართველობის დონეზე. არაერთ საკრებულოში ჩვენი ხმა გადამწყვეტი იქნება, მათ შორის, მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში.

“ქართულმა ოცნებამ” მუნიციპალიტეტებში უკვე დაიწყო ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცედურები. რეალურად, ხელისუფლება ცდილობს, ჩვეულ სტილში, ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების საშუალებით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტი.

მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალური ბიუჯეტი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს მოსახლეობის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. ჩვენ კონკრეტული ხედვა გვაქვს, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების ასახვას მუნიციპალურ ბიუჯეტში სხვადასხვა მიმართულებით. როცა ჩვენმა მოქალაქეებმა ხმა მისცეს ჩვენს პარტიას, ეს ნიშნავს, რომ მათი ინტერესი იყო “ქართული ოცნების” ერთპარტიული მმართველობის დასრულება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი – ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს სწორედ ახალი საკრებულოების მიერ და არა ერთპირპიროვნულად “ქართული ოცნების” საკრებულოების მიერ.

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს, ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და მუშაობის დაწყებამდე. ამასთანავე, ცესკო-ს მოვუწოდებთ, დაუყონებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომა, რათა მუშაობას შეუდგნენ, მათ შორის ბიუჯეტის განხილვას და დამტკიცებას,”- განაცხადა დაუშვილმა.

კომენტარები

მიხეილ დაუშვილი 2021-11-17
ირაკლი შალიკაშვილი
Tags მიხეილ დაუშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სერგეენკო: თუკი ექიმების კონსოლიდირებული პოზიცია იქნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში პირობები არ არის, მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი

შემდეგი სტატია

ანა წითლიძე: ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს და აპირებენ დაჩქარებული წესით მიღებას

მსგავსი სტატიები

ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე – ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში

ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე – ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში

ირაკლი შალიკაშვილი 23 დეკ 2019
მამუკა ბახტაძე ევროკომისარს ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა

მამუკა ბახტაძე ევროკომისარს ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა

13 ივლ 2018
“საქმე გვაქვს პოლიტიკურ ვენდეტასათან და ფსიქოლოგიურ ტერორთან ერთი ადამიანის, სააკაშვილის მიმართ”

“საქმე გვაქვს პოლიტიკურ ვენდეტასათან და ფსიქოლოგიურ ტერორთან ერთი ადამიანის, სააკაშვილის მიმართ”

ირაკლი შალიკაშვილი 26 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge