NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კობახიძე: მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა, თვითონაც დაისვენებს, მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება

კობახიძე: მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა, თვითონაც დაისვენებს, მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება

17 ნოე 2021 პოლიტიკა 601 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს, მგონი, მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და ქუჩაში აქციებით მუხტსაც ვერ შექმნის.

„პოლიტიკაში წარმატებას – საარჩევნო წარმატებასაც და ქუჩაში წარმატებასაც, სჭირდება ერთი და იგივე რამ, ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ამას თვითონაც ხედავენ გამომდინარე იქიდან, რომ არ არის მუხტი ქუჩაში. როგორც არ ჰქონდათ მუხტი არჩევნებზე, ასევე არ აქვთ მუხტი ქუჩაში. აქედან გამომდინარე, გადადიან ისინი რადიკალურ ნაბიჯებზე. მათ და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, რომელიც კვირაზე მეტია არ ასრულებს სტრასბურგის მოწოდებას, – შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მგონი მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ ქვეყნის კურსი იცვლება, კობახიძე ამბობს, რომ ეს სპეკულაციაა.

„ესენი არიან ადამიანები, რომელთა ლიდერებიც არა მარტო ლანძღავდნენ კონკრეტულ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, არამედ, ინსტიტუტებსაც, მიხეილ სააკაშვილის თამადობით. თქვენ გახსოვთ სააკაშვილის, მელიას, გვარამიას განცხადებები და ა.შ. როდესაც ისინი საუბრობენ გამოგონილი კურსის ცვლილებაზე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მოვუწოდებ მათ, რომ ასეთი სპეკულაცია შეწყვიტონ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

ირაკლი კობახიძე 2021-11-17
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანა წითლიძე: ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს და აპირებენ დაჩქარებული წესით მიღებას

შემდეგი სტატია

სუბარი: კანონით დადგენილ ვადაში, კონკრეტულად რომელი თვითმმართველობა რომელ დღეს დაამტკიცებს ბიუჯეტს, ეს მათი გადასაწყვეტია

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე დრეზდენში მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

მამუკა ბახტაძე დრეზდენში მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

18 თებ 2019

“აქტიური კონსულტაციები არ დაწყებულა” – კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე

სოსო ელისაშვილი 15 აპრ 2019

„სამივე ბიულეტნში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე“

21 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge