NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კალაძე: პირველად გავიგე, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა, მსგავსი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა

კალაძე: პირველად გავიგე, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა, მსგავსი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა

17 ნოე 2021 პოლიტიკა 576 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა პირველად გავიგე, ეგეთი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა. ყველა პატიმარი არის პატიმარი, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი „განსაკუთრებული პატიმარია“.

„ესენი არიან ადამიანები, ვინც ჩადიან დანაშაულს. არ ვიცი განსაკუთრებული, არაგანსაკუთრებული, ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი და რა თქმა უნდა, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება იმ ვადით, რაც აქვს მინიმუმ მისჯილი”, – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, მე-18 დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი ჯანმრთელობის დაცვისთვის ყველანაირი პირობაა დაცული.

„შესაბამისი სამსახურის მხრიდან გაკეთდა განცხადებები. დღეს ასევე მთავარი ექიმის განცხადება მოვისმინეთ, რომ მე-18 დაწესებულებაში, სადაც პატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ მკურნალობა ჩატარდეს თუ ამის აუცილებლობა იქნება. ტექნიკური შესაძლებლობებით ყველანაირად აღჭურვილია. გარდა ამისა შესაბამისი ბრიგადებია, რომლებიც მორიგეობენ, თუ რაიმე საჭიროება და აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, მზად არის შესაბამისი სამსახური, რომ დახმარება გაუწიოს და მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, როგორც ყველა პატიმრის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებსაც გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას უკავშირდება და რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა „ღირსების შემლახავი“ უწოდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული ფორმით საკანში გადაყვანა, მის მიერ წინააღმდეგობის გაწევის გამო მოხდა.

„მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ წინააღმდეგობას უწევდა და ამის გამო იძულებული იყვნენ, რომ ამ ფორმით შეეყვანათ საკანში. ეს კადრები მოთხოვნილი იყო პირველ რიგში თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან, შესაბამისად, შესაბამისმა სამსახურმა ეს კადრები გაავრცელა “, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მოშიმშილე ადამიანს ეკისრება, რადგან „არავის არ დაუვალებია შიმშილობა “.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოშიმშილე ადამიანები, რადგან მათთვის არავის არ დაუვალებია შიმშილობა. რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

TOP კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი 2021-11-17
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ექიმების მიერ შემოწმდეს ნებისმიერი დაწესებულება, მათ შორის გორის ჰოსპიტალი და რაც სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას მოემსახურება, მზად ვარ, ნებისმიერი ვერსია განხილვის საგანი იყოს

შემდეგი სტატია

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრი: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ცხრავე ექიმის პოზიცია ერთიანია

მსგავსი სტატიები

პრემიერი საბანკო დავალიანებასა და ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას წარადგენს

პრემიერი საბანკო დავალიანებასა და ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას წარადგენს

19 ნოე 2018
ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა (Lietuva) მკვიდრდება

ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა (Lietuva) მკვიდრდება

24 მაი 2018

„ბიძინა ივანიშვილი დღემდე რელიგიური ექსტრემიზმისადმი სიმპატიებში მაინც არ ყოფილა შემჩნეული“

25 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge