NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ანა წითლიძე: ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს და აპირებენ დაჩქარებული წესით მიღებას

ანა წითლიძე: ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს და აპირებენ დაჩქარებული წესით მიღებას

17 ნოე 2021 პოლიტიკა 552 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდის უკვე ვადაგასულმა საკრებულომ, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო და აპირებს დაჩქარებული წესით მიღებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დაიწყო არაკანონიერი და არალეგიტიმური პროცესი.

„ხელისუფლებამ დაიწყო კიდევ ერთი არალეგიტიმური და არაკანონიერი პროცესი საკრებულოებში. ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდის უკვე ვადაგასულმა საკრებულომ დაიწყო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და აპირებს დაჩქარებული წესით მიღებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადა არის 30 დეკემბერი. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების შეჯამებიდან 30 დღის განმავლობაში შეუძლია ჩანიშნოს პირველი ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა – რაც ნიშნავს იმას, რომ ახლად არჩეული საკრებულოები ეტევიან ყველანაირ სამართლებრივ ვადებში განიხილონ და დაამტკიცონ 2022 წლის ბიუჯეტი. თუმცა, დღეს მივიღეთ რეალობა, როდესაც საკრებულოებში უმცირესობაში გადასული მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას და განიხილავს და ემზადება 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად, იმის შიშით, რომ საკრებულოში მათ არ აქვთ უმრავლესობა და ახალი საკრებულოების პირობებში ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნას შეიძლება მოჰყვეს რიგგარეშე არჩევნები”,- განაცხადა ანა წითლიძემ.

აღნიშნული განცხადება, წითლიძემ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გააკეთა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ, ახლად არჩეული საკრებულოს წევრები, რომლებმაც 15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილე დეპუტატებმა, ფრაქციის ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადმოინაცვლეს და ლეიბები გაშალეს.

ოპოზიციური პარტიის დეპუტატების ბრალდებებს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტის განხილვა შესაბამისი განრიგით მიმდინარეობს.

„ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებია და რეალობაში რაც ხდება, მერიას აქვს ვალდებულება, რომ ყოველი წლის არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, მომავალი წლის ბიუჯეტი განსახილველად გაიტანოს საკრებულოში, რაც შეასრულა ჩვენთან მერიამ ზუგდიდში. ამის შემდეგ საკრებულოს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ბიუჯეტის პროექტის საჯაროობა, განიხილონ კომისიებში, ფრაქციებში და შენიშვნებით უკან არაუგვიანეს 25 ნოემბრისა მიუბრუნოს მერიას განსახილველად. ზუსტად ამ პროცესებში ვართ დღეს. სხვა განსაკუთრებული არ ხდება. განხილვის ვადებს წყვეტს მუნიციპალიტეტის ბიურო, ბიურის შემადგენლობაში შედიან, როგორც სახელისუფლებო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელები, ასევე ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელები. ბიუროზე იქნა განხილული და დადგენილი ვადები, როდის განეხილათ კომისიურად საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი და როდის განეხილათ ფრაქციებს და როდის მოგვეწყო საჯარო განხილვა. აქედან გამომდინარე პროექტი განხილულ იქნა ამ გრაფიკის შესაბამისად კომისიებში, ამ კომისიების მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციიდან დეპუტატები”, – განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.

კომენტარები

TOP ანა წითლიძე 2021-11-17
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ანა წითლიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ დაუშვილი: „ქართულ ოცნებას” მივმართავ, არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე

შემდეგი სტატია

კობახიძე: მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა, თვითონაც დაისვენებს, მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება

მსგავსი სტატიები

ლევან იოსელიანი: … სამართლიანი არ არის

ლევან იოსელიანი: … სამართლიანი არ არის

ირაკლი შალიკაშვილი 18 აგვ 2022
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან

16 მაი 2018
TI-ის კვლევა – ბინები, ავტომობილები, ათასობით დოლარი, ძვირფასი ნივთები, რომლებსაც დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები საჩუქრად იღებენ

TI-ის კვლევა – ბინები, ავტომობილები, ათასობით დოლარი, ძვირფასი ნივთები, რომლებსაც დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები საჩუქრად იღებენ

22 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge