NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ჰუბერტ ქნირში: ყველა ქვეყნისთვის, ყველა სასამართლოსთვის დიდი გამოცდაა ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა

ჰუბერტ ქნირში: ყველა ქვეყნისთვის, ყველა სასამართლოსთვის დიდი გამოცდაა ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა

16 ნოე 2021 საინტერესო 349 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, ყველა ქვეყნისთვის, ყველა სასამართლო სისტემისთვის დიდი გამოცდაა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა. აბარებს თუ არა ქართული სახელმწიფო და ქვეყნის სასამართლო სისტემა ამ გამოცდას? რა ხარვეზებს ხედავს დიპლომატი ზოგადად სასამართლო ხელისუფლების მიმართულებით და მიაჩნია თუ არა სწორად არჩევნების დასრულების შემდეგ პოლიტიკური პროცესების კვლავ ქუჩაში გადატანა. ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე გერმანიის ელჩმა „ინტერპრესნიუსს“ უპასუხა.

– დაახლოებით ერთი კვირის წინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრი არჩევნებსა და მის შემდგომ განვითარებულ პროცესებზე იყო მიმართული, უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე დაინიშნა, იქამდე კი იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაჩქარებული დანიშვნის შემთხვევები. მინდა გკითხოთ, რამდენად შეესაბამება ეს იმ რეფორმებს, რომელიც სასამართლო სისტემის მიმართულებით არის დაგეგმილი?

– ჩემთვის გასაკვირი იყო, თუ რა სწრაფად და არაფორმალურად განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნა. ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გამოთქვა ღიად კრიტიკა. ჩემთვის კიდევ უფრო გასაკვირი იყო მოსამართლეთა კონფერენციის კატეგორიული რეაქცია – ნაცვლად იმისა, რომ საგნობრივ პუნქტებს შეხებოდნენ, იმის და მიუხედავად, რომ ზოგიერთი ფორმულირება მწვავე იყო, მათ დიპლომატებს ფაქტობრივად აუკრძალეს კრიტიკა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ რეაქციას ყველა მოსამართლე არ ეთანხმებოდა.

– აქვე გკითხავთ, მიუთითებს თუ არა ეს სასამართლოში ე.წ. კლანის არსებობაზე და მისი გაძლიერების მცდელობაზე და აყენებს თუ არა ნდობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ სასამართლოსთან მიმართებით?

– მძიმე ბრალდებაა იმის თქმა, რომ სასამართლო სისტემაში გარკვეული პირები საკუთარ ან რომელიმე ჯგუფის ინტერესებს უფრო მეტად ემსახურებიან, ვიდრე კანონს. ვინც ამას ამბობს, უნდა ჰქონდეს მყარი მტკიცებულებები. მე ეს მტკიცებულებები არ გამაჩნია. სწორედ ასეთი უნდობლობის არსებობის გამო საბჭომ უდიდესი ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ ახალი წევრები გულდასმითი და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე შეირჩნენ და მან კრიტიკა უნდა აღიქვას როგორც შანსი განმარტებებისთვის და იმ ნდობის გამყარებისთვის, რომელიც მას გააჩნია. მაღალი თანამდებობა, ძალაუფლება და გავლენა იმავე მასშტაბის პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ვრცლად იხილეთ აქ 

კომენტარები

TOP ჰუბერტ ქნირში 2021-11-16
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ჰუბერტ ქნირში
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იმისთვის, რომ ვისარგებლოთ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ app store-დან და google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც Georgia e-Health ჰქვია

შემდეგი სტატია

გვარამია: მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის

მსგავსი სტატიები

დღევანდელი კენჭისყრა იყო წყალგამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დარჩა “ევროპული საქართველო” და “ნაცმოძრაობა”, მეორე მხარეს – პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა და ახალი ოპოზიცია

დღევანდელი კენჭისყრა იყო წყალგამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დარჩა “ევროპული საქართველო” და “ნაცმოძრაობა”, მეორე მხარეს – პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა და ახალი ოპოზიცია

ირაკლი შალიკაშვილი 29 ივნ 2020
17+ ცხოველი, რომელიც კამერასთან პოზირებს

17+ ცხოველი, რომელიც კამერასთან პოზირებს

14 ნოე 2017

How Men Get a Wife

ნაგულისხმევად საიტისათვის 22 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge