NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სანაპირო 2 საათით იქნება ჩაკეტილი და ტყუილად ნუ ავრცელებს განცხადებებს შსს, არავის ეშინია არც წყლის ჭავლების და არც რობოკოპების

სანაპირო 2 საათით იქნება ჩაკეტილი და ტყუილად ნუ ავრცელებს განცხადებებს შსს, არავის ეშინია არც წყლის ჭავლების და არც რობოკოპების

15 ნოე 2021 პოლიტიკა 489 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, მოქალაქეები თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავენ. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მოქალაქეები მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობისთვის ემზადებიან.

როგორც დაანონსებული იყო, აქციის მონაწილეები საავტომობილო გზას 15:00 საათიდან გადაკეტავდნენ, თუმცა სააკაშვილის მხარდამჭერები, ჯერჯერობით, კვლავ მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.

“სანაპირო 2 საათით იქნება ჩაკეტილი და ტყუილად ნუ ავრცელებს რაღაც განცხადებებს შსს. პოლიცია ვალდებულია მანიფესტანტების უფლებები დაიცვას. არავის არ ეშინია არც მაგათი წყლის ჭავლების და არც რობოკოპების, ჩვენ ნანახი გვაქვს, როდესაც ეს ძალა გამოიყენეს, საბოლოო ჯამში რითი დამთავრდა. ასე რომ დროულად მოეგონ გონს და გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი ზაალ უდუმაშვილი.

ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადაიყვანენ, ისინი წინააღმდეგობრივ აქციებს კიდევ უფრო გაამწვავებენ.

“ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას, ანუ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტირებულ უფლებას ვითხოვთ. შესაბამისად, ჩვენი აქციის მთავარი სათქმელიც ეს არის. თუ ისინი ამას არ გაიგებენ, ჩვენ მოგვიწევს წინააღმდეგობრივი აქციების, ოღონდ არა ძალადობრივი აქციების კიდევ უფრო გამწვავება,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი ლევან ხაბეიშვილი.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ პოლიცია კანონდარღვევის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

კომენტარები

2021-11-15
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“მათი მიზანია, პოლიციასთან რაიმე სახის შეჯახება მოხდეს, მათ ხომ 7 ნოემბრის კომპლექსი აქვთ”

შემდეგი სტატია

“კიდევ მეტი აქტუალიზაცია ხდება ამ საკითხის, მსოფლიო ბანი ჩაერთვება და პროტესტის სხვადასხვა კერა გაჩნდება”

მსგავსი სტატიები

აკაკი მინაშვილი: მარტივად და პირდაპირ – უარს ვამბობ, ვიყო დღევანდელი “ყრილობის” მიერ დამტკიცებული ” პოლიტიკური საბჭოს” წევრი

აკაკი მინაშვილი: მარტივად და პირდაპირ – უარს ვამბობ, ვიყო დღევანდელი “ყრილობის” მიერ დამტკიცებული ” პოლიტიკური საბჭოს” წევრი

ნინო ჩხეიძე 05 თებ 2023
“ბნელ მხარეზე ხართ ამ პროცესში თუ ნათელ მხარეზე?” – გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს

“ბნელ მხარეზე ხართ ამ პროცესში თუ ნათელ მხარეზე?” – გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს

სოსო ელისაშვილი 19 აპრ 2019
ან 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ან ისეთ ქუჩას მივიღებთ, რომელიც არ უნახავთ

ან 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ან ისეთ ქუჩას მივიღებთ, რომელიც არ უნახავთ

ირაკლი შალიკაშვილი 13 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისშია

    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისშია

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge