NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»პროცესის სააკაშვილის გარეშე ჩატარებით არანაირი პრინციპი არ დარღვეულა

პროცესის სააკაშვილის გარეშე ჩატარებით არანაირი პრინციპი არ დარღვეულა

15 ნოე 2021 სამართალი 371 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არ დასწრებით, პატიმრის არცერთი საპროცესო უფლება არ დარღვეულა.

ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„თუკი ვინმეს ინტერესშია, რომ ყველა პატიმრის უფლება იყოს დაცული, ეს არის, პირველ რიგში, სწორედ ის დაწესებულება და ის სამსახური, რომელსაც ეს ყველაფერი ევალება. ჩვენ რასაც თვალს ვადევნებთ, დაწესებულება მოწოდებული და მოწადინებულია იმისკენ, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული პატიმარზე ზრუნვა განხორციელდეს როგორც ჯანმრთელობის მიმართულებით, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. მე აქ კითხვის ნიშნებს ვერ ვხედავ. საკითხი არის შემდეგნაირად – შესაბამისი დაწესებულება ზრუნავს პატიმრის და ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. რაც შეეხება მის სასამართლო პროცესზე გადაყვანის საკითხს, რა საპროცესო უფლება დაირღვა, ვერ დამისახელებთ. რომელი საპროცესო უფლების დარღვევაზეა საუბარი, როცა მიხეილ სააკაშვილს უფლება სხდომას ონლაინ აქვს დაესწროს და თუ ადამიანი უარს ამბობს სხდომაში ონლაინ დასწრებაზე, ეს მისი უფლებაა.

ჩემი ინფორმაციით, რაც საჯაროდაც მოვისმინეთ, მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე არდასწრებისას არის ორი ინტერესი – საზოგადოებრივი უსაფრთხოება, პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვის საკითხი. ამ საკითხების გათვალისწინებით კონკრეტულ დაწესებულებას სრული უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ვინმე რამეს არ ითვალისწინებს და იზიარებს, ხომ მიმართეს სტრასბურგს? მიმართონ კიდევ. სახელმწიფოს მოვალეობა არის თითოეულ პატიმარზე ზრუნვა და ამას აკეთებს. არანაირი პრინციპი არ დარღვეულა,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

2021-11-15
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რაც დღეს პარლამენტში ხდება, ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებას და გახლეჩვას ასახავს, რომელიც ქვეყანას 90-იანების კატასტროფისკენ მიაქანებს

შემდეგი სტატია

“მათი მიზანია, პოლიციასთან რაიმე სახის შეჯახება მოხდეს, მათ ხომ 7 ნოემბრის კომპლექსი აქვთ”

მსგავსი სტატიები

შსს: პარლამენტთან აქციაზე შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა

შსს: პარლამენტთან აქციაზე შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა

ნინო ჩხეიძე 08 მარ 2023
სუს-ში ბრიფინგი გაიმართება

სუს-ში ბრიფინგი გაიმართება

22 ნოე 2017
შსს-მ ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე  გამოძიება დაიწყო

შსს-მ ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

ნინო ჩხეიძე 30 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge