NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კადრების გავრცელებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად სადისტური მიდრეკილების არის ეს ხელისუფლება

კადრების გავრცელებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად სადისტური მიდრეკილების არის ეს ხელისუფლება

11 ნოე 2021 პოლიტიკა 276 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღევანდელი კადრების გავრცელებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად სადისტური მიდრეკილების არის ეს ხელისუფლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებული ვიდეოკადრები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის „ამაზრზენი ხელისუფლების ამაზრზენი ქცევა“.

„ამ კადრების გავრცელებით უშუალოდ დადასტურდა, რომ თვითონ ხელისუფლება, პრაქტიკულად ყველა ორგანო ჩართულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში, არღვევს საერთაშორისო კონვენციის ყველა მუხლს. მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა მოუწოდა, გაასაჯაროვეთ და მოგვწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს, სწორედ ასეთი კადრებით უპასუხეს მათ ევროპულ სასამართლოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი შეფასებით, ეს იყო სადისტური ქცევა, როდესაც პრეზიდენტის მიმართ ძალა გამოიყენეს.

„მათ კადრები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაავრცელეს, რომ ზუსტად იცოდნენ, ეს კადრები აუცილებლად ადრე თუ გვიან, გასაჯაროვდებოდა, ამაზე ინფორმაცია ჰქონდათ. შესაბამისად, მოვლენებს დაასწრეს. ეს არის ამაზრზენი ხელისუფლების ამაზრზენი ქცევა“,-განაცხადა დეკანოიძემ.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი გაგრძელდება.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია.

კომენტარები

2021-11-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი და ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან მას

შემდეგი სტატია

ამ წერილში საუბარი არ არის, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამოქალაქო კლინიკაში – თეა წულუკიანი სტრასბურგის წერილზე

მსგავსი სტატიები

“სულ იყო და მომავალშიც იქნება” – მინისტრები მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავენ

“სულ იყო და მომავალშიც იქნება” – მინისტრები მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავენ

16 აპრ 2019
მამუკა არეშიძე: ბევრი მტერი და ვითომ მეგობარი ჩვენგან ითხოვს ფსევდოაქტიურობას, რომელიც უშედეგოდ დასრულდება, მაგრამ …

მამუკა არეშიძე: ბევრი მტერი და ვითომ მეგობარი ჩვენგან ითხოვს ფსევდოაქტიურობას, რომელიც უშედეგოდ დასრულდება, მაგრამ …

ირაკლი შალიკაშვილი 01 აპრ 2022
ცხელი ხაზი, LIVE-კამერები, სპეციალური ვებგვერდი – გაერთიანებული ოპოზიცია გაყალბების პრევენციულ მექანიზმებზე საუბრობს

ცხელი ხაზი, LIVE-კამერები, სპეციალური ვებგვერდი – გაერთიანებული ოპოზიცია გაყალბების პრევენციულ მექანიზმებზე საუბრობს

ირაკლი შალიკაშვილი 17 მაი 2019

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge