NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რატომ არ (ვერ) დაესწრება წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას

რატომ არ (ვერ) დაესწრება წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას

10 ნოე 2021 პოლიტიკა 414 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

წალენჯიხის არჩეულმა მერმა პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, გია ხარჩილავამ განაცხადა, რომ მან მიიღო მიწვევა პრემიერისგან, მაგრამ არ დაესწრება „საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას“. გია ხარჩილავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანაშრომლობისთვის მზადაა.

წერილში, რომელიც გია ხარჩილავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, განმარტა, თუ რატომ არ შეხვდება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.

„ვადასტურებ, რომ მივიღე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბ-ნ ი.ღარიბაშვილის, მოწვევა ღონისძიებაზე.

წალენჯიხის მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით ამირჩია წალენჯიხის მერად,რითაც დამისახა მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად სწრაფი და ეფექტური გზების ძიება. ამ გზაზე, რასაკვირველია, სრული დატვირთვით მზად ვარ თანამშრომლობისთვის საქართველოს ხელისუფლებასთან.

აქვე მოვუწოდებ საერთაშორისო, არასამთავრობო, დონორ ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობასთან ერთად მხარდაჭერილი იქნეს ის ხედვები და პროექტები, რითაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წარსდგება თავისი კომპეტენციის განხორციელების პერიოდში.

ამასთან, ვაცხადებ, რომ მე არ (ვერ) დავესწრები დღევანდელი საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას და გიზიარებთ არდასწრების საფუძველს:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოჩენილი ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი, არაჰუმანური მიდგომის გამო. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნას შესაბამის კლინიკაში.

არ ვთვლი, რომ მილოცვა და საზეიმო განწყობა საქართველოს მოქალაქეების დუხჭირი, გაუსაძლისი ყოფიერების და კოვიდტრაგედიის შესაბამისია. ჩემს თავში ჩემი მოქალაქეების სოლიდარობის განწყობებია.

მიმაჩნია, რომ სწორედ არჩევნებია ის გზა, რომლითაც შესაძლებელია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში, სამართლიანი არჩევნები, წინასწარ დათქმული თანხმობა შედეგების აღიარებაზე და მომავალ ურთიერთობებზე, როგორც ხელისუფლების მოსალოდნელი ცვალებადობის პოლიტიკური კულტურის და დინამიკის შენარჩუნება“, – წერს გია ხარჩილავა.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებს შეხვდა.

კომენტარები

გია ხარჩილავა ირაკლი ღარიბაშვილი 2021-11-10
ნინო ჩხეიძე
Tags გია ხარჩილავა ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვაშაძე: გუშინდელი დღე იყო გარკვეული შემობრუნების დღე საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ვისმენთ მაღალი თანამდებობის პირების თუ გავლენიანი უფლებადაცვითი ორგანიზაციებისგან მკაფიო განცხადებებს

შემდეგი სტატია

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა: სააკაშვილის დაკავება აზიანებს ქვეყნის იმიჯს

მსგავსი სტატიები

სომხეთს შევთავაზეთ სასუნთქი აპარატებით დახმარება, ასევე პერსონალის გაგზავნა, რა თქმა უნდა, ვინც გამოთქვამს სურვილს ამის შესახებ

სომხეთს შევთავაზეთ სასუნთქი აპარატებით დახმარება, ასევე პერსონალის გაგზავნა, რა თქმა უნდა, ვინც გამოთქვამს სურვილს ამის შესახებ

ირაკლი შალიკაშვილი 11 ივნ 2020

“არ მესმის, რატომ არ შეიძლება აბსოლუტურად პოზიტიური სლოგანი გახდეს ყველას სლოგანი”

14 დეკ 2017
ლეონიდ გონზმანი: პუტინი უკვე ლიდერი აღარაა! კუთხეშია მიმწყვდეული!

ლეონიდ გონზმანი: პუტინი უკვე ლიდერი აღარაა! კუთხეშია მიმწყვდეული!

ნინო ჩხეიძე 23 თებ 2022

უახლესი ამბები

  • BBC: ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა რუს ოლიგარქთან შეხვედრები

    BBC: ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა რუს ოლიგარქთან შეხვედრები

  • გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

    გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

  • დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

    დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

  • ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

    ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

  • ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

    ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

  • მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

    “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge