NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რადას დეპუტატები პრემიერს და პრეზიდენტს: ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პატიმრობის ირგვლივ შექმნილი ვითარებით

რადას დეპუტატები პრემიერს და პრეზიდენტს: ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პატიმრობის ირგვლივ შექმნილი ვითარებით

09 ნოე 2021 პოლიტიკა 652 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ – მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვა გამოუგზავნეს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას უკავშირდება. მიმართვას გამოცემა „გორდონი“ ავრცელებს.

მიმართვაში უკრაინელი დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ უკრაინასა და საქართველოს აერთიანებს ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა და დროში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობა.

ისინი მადლობას უხდიან საქართველოს იმისთვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის პლატფორმის სამიტში და მხარი დაუჭირა უკრაინას საერთაშორისო მოედნებზე.

მიმართვაში რადას დეპუტატები პრემიერს და პრეზიდენტს მოუწოდებენ, სასწრაფოდ გაეწიოს სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი საადვოკატო დაცვა და რაც შეიძლება მალე მოხდეს უკრაინაში მისი დაბრუნება.

„ჩვენმა ორმა ერმა იცის თავისუფლების მაღალი ფასი და დაუფიქრებლად მზად არიან მის დასაცავად, სიცოცხლის ფასად. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის პრინციპები მტკიცედ არის ფესვგადგმული ჩვენს ცხოვრებაში. ამის გაცნობიერებით, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პატიმრობის ირგვლივ შექმნილი ვითარებით“, – განაცხადეს სახალხო დეპუტატებმა.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის უფლებების დაცვა უკრაინის უფლება და ვალდებულებაა, რომლის მოქალაქეც ის 2015 წლიდან არის.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მის სიცოცხლეს ნამდვილად საფრთხე ემუქრებოდა. აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია უმაღლესი კლასის სამოქალაქო კერძო საავადმყოფოში. აღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების სათანადოდ დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ: სასწრაფოდ გაეწიოს მიხეილ სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, რაც უზრუნველყოფს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო საკონსულო-სამართლებრივი და შეუფერხებელი სამართლებრივი საადვოკატო დაცვა და რაც შეიძლება მალე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება“, – დასძინეს მიმართვის ავტორებმა.

დოკუმენტს ხელს აწერს 89 პარლამენტარი, მათ შორის არიან ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია და მისი კოლეგები ფრაქციაში – ელიზავეტა იასკო, ელიზავეტა ბოგუტსკაია, ევგენია კრავჩუკი, ნიკიტა პოტურაევი, ელენა შულიაკი, მიხეილ რადუცკი, სიაში არიან ფრაქცია „გოლოსის“ ხელმძღვანელი იაროსლავ ჟელეზნიაკი და ამ პარტიის რამდენიმე სახალხო დეპუტატი, ასევე “ბატკივშჩინას” წარმომადგენლები.

კომენტარები

TOP უკრაინა 2021-11-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სპეციალური პენიტენციური სამსახური: პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ

შემდეგი სტატია

ნინო ლომჯარია: სააკაშვილმა იცოდა, რომ უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში

მსგავსი სტატიები

ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივლ 2022
19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს

19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივლ 2021
პარლამენტში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას განიხილავენ

პარლამენტში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას განიხილავენ

15 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge