ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს.
როგორც სიმონიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა.
„სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან. ის მოტყუებით წაიყვანეს ამ დაწესებულებაში და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ. გლდანში არაა სათანადო პირობები მკურნალობისთვის და რაც მთავარია, მისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა“, – წერს სიმონიშვილი.
ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 დაწესებულებიდან გლდანში, გლდანის ციხის სამკურანლო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულება მას მისი ნების საწინააღდმეგოდ არ დაუტოვებია.
კომენტარები