NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება პატიმრების მიმართ და ეს ზღვარიც მოშალა დღეს „ოცნებამ“”

“ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება პატიმრების მიმართ და ეს ზღვარიც მოშალა დღეს „ოცნებამ“”

09 ნოე 2021 საზოგადოება 330 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად, პატიმრების მიმართ და ვფიქრობ, ეს ზღვარიც, რაც დარჩენილი იყო, მოშალა დღეს „ოცნებამ“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ერიკა ოლსონთან ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა „ქართული ოცნების“ მხრიდან ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს.

„პირველი და ყველაზე მთავარი – შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას მიუხედავად იმისა, რა შედეგებით დასრულდა და მიუხედავად იმისა, რა მეთოდებით ჩატარდა არჩევნები. ჩვენი მხრიდან აქცენტი გაკეთდა ყველა იმ პლატფორმის გამოყენების მნიშვნელობაზე, რომელი პლატფორმაც ჩვენს პარტიას აქვს, იქნება ეს პარლამენტი, თუ საკრებულოების პლატფორმა. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ზოგადად, ამ პლატფორმების გამოყენებით რეფორმების გაგრძელების ინტერესი ჩვენ დავინახეთ, ხაზი გავუსვით საარჩევნო საკითხებს, რადგან მოგეხსენებათ ის მეთოდები, რა მეთოდებითაც დიდი ფულის გამოყენებით, ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებით „ოცნებამ“ არჩევნები ჩაატარა, ჩვენ შეიძლება უკვე ძალიან ახლოს ვართ იქამდე, როდესაც არჩევნებმა შეიძლება ამ ქვეყნაში დაკარგოს აზრი. ამიტომ ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენ როგორმე ერთობლივი ძალებით არჩევნებს დავუბრუნოთ მნიშვნელობა, რადგან ეს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. სასამართლო რეფორმაზე და დამოუკიდებლობაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაც ძალიან ცხადი და აშკარა იყო. ბუნებრივია, ხაზი გავუსვით „ოცნების“ მხრიდან გადადგმულ იმ ნაბიჯებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, რომ ეს არის დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა, ის თავდასხმები სტრატეგიულ პარტნიორებზე, რასაც მუდმივად აქვს ადგილი და რაც ყველაზე მთავარია, პოლარიზაციის დასრულების მნიშვნელობა და ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

როგორც ის განმარტავს, ის ქმედება, რასაც მთავრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახორციელებს, არ არის ის სტანდარტი, რითაც უნდა ხელმძღვანელობდეს.

„ჩვენი პოლიტიკური პარტია აქციებში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ნაბიჯებს, რომელიც „ოცნებამ“ გადადგა ბრალდებული პატიმრის მიმართ, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, რა განცხადებებსაც ბრალდებულის მხრიდან ვისმენთ. ვინც არ უნდა იყოს საპატიმრო დაწესებულებაში, იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, თუ სხვა ნებისმიერი ბრალდებული, ეს არ არის ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს. ეს არ არის კანონის შესაბამისი მოქმედება. ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად, პატიმრების მიმართ და ვფიქრობ, ეს ზღვარიც, რაც დარჩენილი იყო, მოშალა დღეს „ოცნებამ“. ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. სანქციებთან დაკავშირებით, ზოგადად, სასამართლოს ნაწილში სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან საუბარი იყო, თუმცა, მე ეს განცხადება არ გამიკეთებია. თუმცა, აქცენტი გავაკეთე საერთაშორისო წნეხის გაზრდის მნიშვნელობაზე, რადგან სხვა ენით, ასეთ ხელისუფლებას ვერ დაელაპარაკები“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

TOP ნათია მეზვრიშვილი 2021-11-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნათია მეზვრიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება, სადაც ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას – მესამე პრეზიდენტის ადვოკატი

შემდეგი სტატია

ელენე ხოშტარია: არ ვაპირებ დანებებას, არც სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას

მსგავსი სტატიები

გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა დღეიდან იზღუდება 

გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა დღეიდან იზღუდება 

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018
ია მეტრეველი: რას ჰქვია გადატრიალება …

ია მეტრეველი: რას ჰქვია გადატრიალება …

ნინო ჩხეიძე 07 ნოე 2021
სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას ოჯახს უსამძიმრებს

სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას ოჯახს უსამძიმრებს

04 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

    ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

  • გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

    გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

  • თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

    თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

  • მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

    მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

  • „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

    „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

  • მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

    მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

  • გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

    გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

  • გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

    გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

  • თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

    თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge