პარლამენტის შენობის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქცია „არ აგარევინებთ“ დასრულდა.
აქციაზე მოქალაქეებმა სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ვინც, მათი თქმით, წინა ხელისუფლების დროს რეჟიმს შეეწირა.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შეიკრიბნენ იმისთვის, რომ გაეპროტესტებინათ წინა ხელისუფლების სისხლიანი რეჟიმი. ასევე, მათი თქმით, ისინი არ დაუშვებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნდეს.
აქციაზე შეკრებილებს შორის იყვნენ როგორც თბილისის მოქალაქეები, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები. აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) იყო.
კომენტარები