„თავიდან ბოლომდე ბოდვაა – მიზანი იყო ის, რომ დღევანდელი აქციისთვის ადამიანები დაეფრთხოთ“, – ასე აფასებს „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სუს-ის განცხადებას.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, მსგავსი „ბოდვა არაერთხელ აქვს მოსმენილი“.
„თავიდან ბოლომდე ბოდვაა. არაერთხელ გვაქვს ასეთი ბოდვა მოსმენილი. მიზანი იყო ის, რომ დღევანდელი აქციისთვის ადამიანები დაეფრთხოთ, აქ რომ არ მოსულიყვნენ. მეტი შინაარსი არ აქვს. არა მგონია, ვინმეს სჯეროდეს. თუ მართლა აქვთ ინფორმაციას, რომ ვინმეს მოკვლას აპირებენ, ეს ინფორმაცია საიდანაც აქვთ, ის უნდა დაიჭირონ. ამას რატომ უნდა ბრიფინგის ჩატარება სუს-ის მხრიდან?!“ – აღნიშნავს ჯაფარიძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები აპირებენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას, რისი მიზანიცაა, ხელისუფლების დამხობა, რაც სააკაშვილის მიერ იგეგმება.
კომენტარები