NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»დოლიძე: „კლანის“ მიერ მართული სასამართლო სისტემის რღვევა დაიწყო

დოლიძე: „კლანის“ მიერ მართული სასამართლო სისტემის რღვევა დაიწყო

06 ნოე 2021 სამართალი 292 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„კლანის“ მიერ მართული სასამართლო სისტემის რღვევა დაიწყო. სისტემას, რომელიც დგას მორჩილებაზე და არა კომპეტენციაზე, ყოველთვის აქვს დასასრული, – ასე შეაფასა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ანა დოლიძემ მოსამართლეთა ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის თანახმად სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ყველა მოსამართლე არ იზიარებს.

დოლიძის შეფასებით, ამ პერიოდში სასამართლოში არიან კომპეტენტური კადრები, რომლებსაც „კლანი“ გასაქანს არ აძლევს.

„16 მოსამართლის მიერ „კლანის“ წინააღმდეგ წასვლა, არის ბრწყინვალე და დამაიმედებელი ტენდენცია. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ მოსამართლეთა გარკვეული გაერთიანება ხმას იმაღლებს და უპირისპირდება მმართველ ტენდენციებს, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ ამ სისტემაში გაზაფხული მოახლოვდა. მანამდე ჩვენ ნანახი გვქონდა ერთი-ორი უკმაყოფილო განცხადება, რომელიც უფრო სიგნალი იყო, რომ სასამართლოში არის ხალხი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან. მთავარი ფაქტორი აქ, რა თქმა უნდა, არის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც არ აპირებენ უკან დახევას. ისინი ჩვენ სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში მილიონობით დოლარს და ევროს დებდნენ. ამ პერიოდში სასამართლოს ფარგლებში გამოიზარდა კომპეტენტური კადრები, რომლებსაც „კლანი“ გასაქანს არ აძლევს. ეს მოსამართლეები, რომლებიც დღეს პროტესტს აფიქსირებენ, გამორჩეულად კომპეტენტური კადრები არიან. როგორც ჩანს, „კლანმა“ ისეთი რაღაც გააკეთა, იმდენად პარანოიდულ ეტაპს მიაღწიეს, რომ ადამიანებმა ხმის ამოღება დაიწყეს. „კლანის“ მიერ მართული სასამართლო სისტემის რღვევა დაიწყო. სისტემას, რომელიც დგას მორჩილებაზე და არა კომპეტენციაზე, ყოველთვის აქვს დასასრული“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

TOP ანა დოლიძე 2021-11-06
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანა დოლიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პაატა იმნაძე: არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აქტივობებზე წვდომა მხოლოდ ე.წ. მწვანე პასპორტის მქონე ადამიანებს უნდა მიეცეთ

შემდეგი სტატია

ნინო ლომჯარია: სააკაშვილი1 ოქტომბრიდან არანაირ საკვებს არ იღებს

მსგავსი სტატიები

საქალაქო სასამართლომ ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა

07 თებ 2018
რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

ნინო ჩხეიძე 19 მაი 2022
პროკურატურაში ცესკოს წევრების გამოკითხვა გრძელდება

პროკურატურაში ცესკოს წევრების გამოკითხვა გრძელდება

25 სექ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge