NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ერთიანი ქსელი შექმნა

იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ერთიანი ქსელი შექმნა

05 ნოე 2021 ბიზნესი 334 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

5 ნოემბერი, 2021- „საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი – წიგნის მსოფლიო
დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. 3-13 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებულ
საამიროებში, კერძოდ შარჟაში, მიმდინარე საერთაშორისო წიგნის ბაზრობის
ფარგლებში, იუნესკოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც წინა
წლების წიგნის მსოფლიო დედაქალაქების პროექტების ხელმძღვანელებთან ერთად,
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას უდიდესმა საბიბლიოთეკო-საგანმანათლებლო კომპლექსმა „House of
Wisdom“ უმასპინძლა, რომელიც შარჟაში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში,
2019 წელს გაიხსნა. აღნიშნული შეხვედრის მთავარი თემა წიგნის მსოფლიო
დედაქალაქების სამუშაო ქსელის შექმნა იყო. იუნესკოს აღნიშნული ინიციატივა
მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მომავალში სტატუსის მსურველ და განმახორციელებელ
ქალაქებს პროექტის განხორციელებას. ამასთან, ქსელი, ამ ქალაქებს პროცესში
გრძელვადიანი ჩართულობის შესაძლებლობას მისცემს, რაც პროექტის მთავარ გზავნილს
– წიგნისა და წიგნიერების განვითარების პროცესს უფრო გაამყარებს.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“,
ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით,
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი
მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის
ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე
ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. ვრცლად
ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით:
https://bit.ly/3mxQeXI

კომენტარები

2021-11-05
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისიმ საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის The Banker-ისა და PWM- ს ჯილდო მიიღო

შემდეგი სტატია

გაერო: ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში საკვების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აქსის თაუერსი გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აქსის თაუერსი გაიხსნა

თამუნა 17 ივნ 2022

თიბისის მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე გაიხსნა

სოსო ელისაშვილი 27 ოქტ 2018
„კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი  ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

„კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

თამუნა 30 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

  • სალომე სამადაშვილი:  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge