NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნიკა მელია: არ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც “კანონიერი ქურდი” და კრიმინალი იქნება დომინანტი, არ დაბრუნდება 90-იანი წლები

ნიკა მელია: არ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც “კანონიერი ქურდი” და კრიმინალი იქნება დომინანტი, არ დაბრუნდება 90-იანი წლები

02 ნოე 2021 პოლიტიკა 536 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედას გიტირებთ “კანონიერო ქურდებო”, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ – დედას გიტირებთ, “კანონიერო ქურდებო”, ვიმეორებ, დედას გიტირებთ, რადგან თქვენ პარავთ მომავალს ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ, ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

მელიას თქმით, საქართველოში ვერცერთი “კანონიერი ქურდი” ვერ გაიმარჯვებს.

„ვემზადებით ლავასოღლების და “კანონიერი ქურდების” დასამარცხებლად. არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც “კანონიერი ქურდი” და კრიმინალი იქნება დომინანტი. არ დაბრუნდება 90-იანი წლები. ყველა “კანონიერ ქურდს” სახეში სილა მოხვდება ქართველი ერისგან და ამას მე პირადად სიამოვნებით გავაკეთებ.

განა პოლიციელებმაც არ იციან, რომ კანონიერ ქურდებს ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება მისცა და თან ათანამშრომლებს სუს-თან? როდესაც პოლიციელი ხარ და ხედავ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარტიული აქტივი მოჰყავს, ძალადობენ და ვერაფერს აკეთებენ. პოლიციელები “კანონიერ ქურდებს” ტყვეობაში ჰყავთ აყვანილი. კრიმინალი არის დასამარცხებელი, რომელიც უკვე ხელისუფლების სახით არის წარმოდგენილი, მათ შორის ბათუმში – ვიღაც ლავასოღლი. რატომ უნდა იცოდნენ ვიღაც კრიმინალის, მოძალადის, ჩემი და თქვენი შვილების მომავლის მომპარავის სახელი და გვარი უმცროსი თაობის წარმომადგენლებმა? ვერცერთი “კანონიერი ქურდი” ვერ გაიხარებს. ლავასოღლი, ყოფას გიტირებ, პირდაპირ გეუბნები, ყოფას გიტირებ“, – აღნიშნა მელიამ.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია კრიმინალისა და კორუფციის დამარცხება.

„74 წლის მამასთან ერთად ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად იმისთვის არ შემოვედი, რომ ვიღაც “კანონიერმა ქურდებმა” წაიღონ ამ ქვეყნის მომავალი, გამორიცხული და შეუძლებელია. კვლავ გვიწევს “კანონიერი ქურდების”, კრიმინალების და კორუმპირებული ადამიანების დამარცხება. ეს გამოცდილება უკვე გვაქვს მიღებული და, სამწუხაროდ, კვლავ გვიწევს მეორე წრეზე წასვლა, მაგრამ კიდე უფრო მეტად გააზრებით ვიცით რასაც ვაკეთებთ.

ყოფას გიტირებთ “კანონიერო ქურდებო”. ამ ქვეყანაში “კანონიერი ქურდების” ჭაჭანი ვერ იქნება. ჩვენ გვინდა თავისუფალ გარემოში გავზარდოთ ჩვენი შვილები და მათ უნდა ჰქონდეთ არჩევნებზე წასვლის და ხმის მიცემის შესაძლებლობა. მალე გვეზეიმოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ამ ქვეყნის განვითარება მალე სახეზე გვექნება“, – თქვა ნიკა მელიამ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ფოტოები ბათუმის აქციიდან

 

კომენტარები

TOP ნიკა მელია 2021-11-02
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აშშ-ის საელჩო: დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით

შემდეგი სტატია

მსოფლიოში, გასულ კვირაში, კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა

მსგავსი სტატიები

„ბიძინა ივანიშვილი კვლავ წავიდა წინასაარჩევნო აფიორა-თაღლითობაზე“

22 ნოე 2018

ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს ავრცელებს

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018
შეიძლება პირიქით გავაკეთოთ, თვითმმართველობის არჩევნებმა გადაიწიოს 2022 წელს და ამ შემოდგომას ჩატარდეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები

შეიძლება პირიქით გავაკეთოთ, თვითმმართველობის არჩევნებმა გადაიწიოს 2022 წელს და ამ შემოდგომას ჩატარდეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები

ირაკლი შალიკაშვილი 05 თებ 2021

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge