NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»თენგიზ ცერცვაძე: მოლოდინია, რომ ახალი შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება

თენგიზ ცერცვაძე: მოლოდინია, რომ ახალი შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება

02 ნოე 2021 ჯანმრთელობა 430 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მოლოდინია, რომ ახალი შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება – აქტიური შემთხვევების რაოდენობაც დაახლოებით 50 ათასი ავადმყოფის ფარგლებშია, რაც ძალიან მაღალი ციფრია საქართველოს ზომის ქვეყნისთვის – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დღეში 40-50 ადამიანი იღუპება, რაც ძალიან ცუდია, თუმცა, მისივე შეფასებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში სიკვდილიანობა დაბალია.

„ეპიდსიტუაცია სამწუხაროდ რჩება მძიმე, სერიოზული. გასულ ორ კვირაში იყო ერთგვარი სტაბილიზაცია – 4000 ახალი შემთხვევის ფარგლებში, დღეს უკვე 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა იყო. მოლოდინია, რომ ახალი შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება. აქტიური შემთხვევების რაოდენობაც დაახლოებით 50 ათასი ავადმყოფის ფარგლებშია, რაც ძალიან მაღალია საქართველოს ზომის ქვეყნისთვის. კლინიკური სექტორი გადატვირთულია უკვე. 6500 ჰოსპიტალიზებული ავადმყოფია, მაგრამ გვახსოვს, „მეოთხე ტალღის“ პიკზეც ასე იყო და ჯერჯერობით ახლაც ასეა. კლინიკური სექტორი ამჟღავნებს ძალიან სერიოზულ მდგრადობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ასეთი გადატვირთვის მიუხედავად, არცერთი ავადმყოფი ჯერჯერობით არ დარჩენილია ექიმის და სრულფასოვანი მომსახურების გარეშე.

რაც შეეხება გარდაცვალების რიცხვს, რაც არის 40-დან 50-მდე – ეს ძალიან მაღალი რიცხვია ჩვენი ზომის პატარა ქვეყნისთვის და თითოეული გარდაცვლილი ადამიანი დიდი ტკივილი და დიდი დანაკარგია ოჯახისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ თუ მივუდგებით გლობალურად, შევადარებთ სხვა ქვეყნებს, კლინიკური სექტორის ძირითადი მაჩვენებელი არის ერთადერთი – ყველა კოვიდავადმყოფიდან გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში არის ძალიან დაბალი, უფრო დაბალი, ვიდრე აშშ-ში და უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის 32 ქვეყანაში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

TOP თენგიზ ცერცვაძე 2021-11-02
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თენგიზ ცერცვაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

How To Get Help With My Essay Writing Service

შემდეგი სტატია

თენგიზ ცერცვაძე: ვემხრობი ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებას

მსგავსი სტატიები

ზაზა წერეთელი: …ფიქრობენ, რომ ამ მედიკამენტმა შეიძლება ხელი შეუწყოს COVID-19- თან ასოცირებული ანთებითი პროცესების შემცირებას

ზაზა წერეთელი: …ფიქრობენ, რომ ამ მედიკამენტმა შეიძლება ხელი შეუწყოს COVID-19- თან ასოცირებული ანთებითი პროცესების შემცირებას

ნინო ჩხეიძე 21 ივლ 2021
დღეს, საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ნინო ჩხეიძე 12 სექ 2020
საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ნინო ჩხეიძე 26 სექ 2020

უახლესი ამბები

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

  • “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

    “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

  • “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

    “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge