“დილას დაწერილ სტატუსზე იყვნენ ადამიანები სერიოზულად მეკითხებოდნენ რატომ არის ტრაგიკულიო?
ამ ტექნოლოგიურ საუკუნეში, ხალხი მარსზე და მთვარეზე ტურისტად რომ მიდის, რამდენიმე ათასმა ადამიანმა უკვე 4 საათია პირველი მეორეზე ვერ გაითვალა (საარჩევნო კომისიებს ვგულისხმობ)
და კიდევ კითხულობთ რატომ არის ტრაგიკულიო
ამასობაში ორივე მხარემ გამარჯვება მოგვილოცა, ისე რომ არც ერთს აინტერესებს რას ამბობს ოფიციალური რიცხვები;
2021 წელს ისევ ხმების დაცვაზე ფიქრობს მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი და კიდევ კითხულობთ რატომ არის ტრაგიკულიო
ერთი კანდიდატი რომ შემოხაზულია და მეორე გადახაზული ამაზე სერიოზული ხალხი სერიოზულად მსჯელობს ნება გამოხატულია თუ არაო?
რა ვიცი გავაგრძელო”, წერს სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელი.
კომენტარები