NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ნათია ფანჯიკიძე: სუიციდის “ნებადართულობის”განცხადებას ეკლესიის პასუხი უნდა მოჰყვეს

ნათია ფანჯიკიძე: სუიციდის “ნებადართულობის”განცხადებას ეკლესიის პასუხი უნდა მოჰყვეს

29 ოქტ 2021 საზოგადოება 640 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“სიმართლე გითხრათ, ახლახან ნაცებისგან ჩემკენ მომართული შლეგის ისეთი ცუნამის დიდებულებით დავტკბი, რომ ძალიან მეზარება, ახლა კიდევ მეორე მხარის ფსკერი გავააქტიურო, მაგრამ შეგნებული ხალხი ხომ ყველა მხარესაა, ვისაც გამოთქმულის ჯანსაღად გაგება შეუძლია, ხოდა ამაზე ყურადღების არგამახვილება უბრალოდ შეუძლებელია. თანაც ბარემ ჰალოვინის კვირაა და იბოგინოს ყველანაირმა დაბალმა ვიბრაციამ, არაუშავს. მოკლედ, ღარიბაშვილს უთქვამს, თავის მოკვლის უფლება კანონით აქვს ყველასო. ზოგადად რა საფრთხის შემცველი განცხადებაა ეს, ცალკე განსახილველი საკითხია, ქვეყანაში, სადაც სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანებს ხშირად სერვისებზე ხელმისაწვდომობაც არ გააჩნიათ და რომ მაგალითად, ჯგუფურ თერაპიაში პროტოკოლით იკრძალება პაციენტის მიერ წამოწყებული სუიციდის თემის გააქტიურება, რომ ჯგუფის წევრების იდენტური ფიქრები არ გამოიკვებოს. თერაპევტმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა შეძლოს თემის ცვლილება. მაგრამ მოდით, კონკრეტულ თემასთან დავრჩეთ: აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, ვისაც სააკაშვილის სამართლიანად გასამართლების მოლოდინი აქვს, მაგრამ უპირველესად მათ მინდა გაიაზრონ ეს, – სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, მისი არმყვარებლებისთვის უარესი ტრავმა იქნება, ვიდრე მისი მრევლისთვის. როცა ვიღაც შენ თვალწინ არათავისი სიკვდილით კვდება, ორი ვარიანტი გაქვს, ან მკვლელთან იდენტიფიცირდები ქვეცნობიერად, ან მსხვერპლთან. მისი მოყვარულები, ტრავმასთან ერთად, საჩუქრად “სამშობლოსთვის შეწირულ გმირს” მაინც მიიღებენ, ამაში მაინც დარჩებიან “მოგებული”, რომ ეგონებათ რაღაც დიადის ნაწილი არიან, მერე რა, რომ ეს მსხვერპლი დღეს ქვეყანას არაფერში გამოადგება, პირიქით, მაგრამ პუბლიკას უყვარს მსხვერპლი, რომელიც ადამიანური ნაკლოვანებებისგან თავისუფლდება და მაღლდება, შესაბამისად მისი ერთგული ხალხისთვის ეს განდიდება, რელიგიურ-კულტურულ-არქეტიპული თვალსაზრისითაც, ცნობიერ და ქვეცნობიერ დონეზე ტრავმის კომპენსაციად იმუშავებს. არმოყვარულები კი მორალური სრული კატასტროფის წინაშე დადგებიან. არმოყვარულებს არანაირი კომპენსაცია არ შერჩებათ, გარდა ქვეცნობიერი ბრალეულობის, მკვლელობაში თანამონაწილეობის განცდისა. მე არ მინდა ეს ტრავმა რომ მომაყენოს ვინმემ. არ დამიმსახურებია, იქით მქონდეს დანაშაულის გრძნობა. დარწმუნებული ვარ, არც არავის გინდათ. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, შეწყდეს ჩვენი ფსიქიკის ტრავმირება, ყველა გველაპარაკოს ადამიანურ ენაზე. მთავრობისგან ერთადერთი სიტყვები უნდა ისმოდეს: “გარანტიას გაძლევთ, არაფერი მოუვა, ჩატარდება სამართლიანი სასამართლო”. მთავრობამ არ უნდა კვებოს ჩვენი კოლექტიური “მკვლელი” ბუნება. სააკაშვილს კი ყველა მისმა მომხრემ, რომელსაც აზროვნების უნარი აქვს, ასევე უნდა სთხოვოს, შეწყვიტოს თავისი ჯანმრთელობისთვის რისკის შექმნა. ასეთი კარგი მცდელობაა ოპოზიციის ახალი დაჯგუფების მხრიდან, გველაპარაკებიან საქმეზე, გვეპრანჭებიან, გვიმღერიან, გვაიმედებენ… რომ არა ეს დრამა პარალელურ ხაზად, შანსი გაგვიჩნდებოდა, დაგვებრუნებინა ჯანსაღი ფსიქიკური ცხოვრება, რომელიც 30 წლის ტანჯვის შემდეგ მაინც ნამდვილად დავიმსახურეთ.
და ბოლოს, რეალიგიური ასპექტი, რომელიც ბოლოში კი არა, თავში უნდა იყოს – სუიციდის “ნებადართულობის”განცხადებას ეკლესიის პასუხი უნდა მოჰყვეს. დღეს ერი ისედაც ლატენტური თვითმკვლელია, გადატანილი უამრავი სტრესის გამო,”  – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე 2021-10-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ალექსანდრ კოვალჩუკი: გვინდა, რომ სააკაშვილი უკრაინაში დავაბრუნოთ

შემდეგი სტატია

ელისო ბოლქვაძე იუნესკოს მშვიდობის ელჩების ამბასადორიალზე მშვიდობის ელჩად მეორე ვადით აირჩიეს

მსგავსი სტატიები

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანების ვინაობა ცნობილია

04 ოქტ 2017
თამარ ჟამურაშვილი: როგორი ამაზრზენი სანახაობაა ჭკვიანი გამომეტყველებით ხალხის მანიპულაცია!

თამარ ჟამურაშვილი: როგორი ამაზრზენი სანახაობაა ჭკვიანი გამომეტყველებით ხალხის მანიპულაცია!

ნინო ჩხეიძე 30 მარ 2022
სახალხო დამცველი ტყიბულში, მინდელის მაღაროში მივიდა

სახალხო დამცველი ტყიბულში, მინდელის მაღაროში მივიდა

06 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge