მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დროს მისივე დავალებით სისტემა პატიმრებს აუპატიურებდა, აწამებდა და ტანჯავდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ამასთან, პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ცოცხების კადრები“ დადგმული არ არის და სიმართლის ამსახველია.
„მე კი არა მთელმა მსოფლიომ ნახა ის სიბინძურე: წამება და გაუპატიურება რაც სააკაშვილის დროს ციხეებში ხდებოდა, თქვენ არ ნახეთ კარანტინის დაშლის ვიდეოკადრები? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დროს მისივე დავალებით სისტემა პატიმრებს აუპატიურებდა, აწამებდა და ტანჯავდა“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.
კომენტარები