NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ღარიბაშვილი: არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს, IPSOS-ის სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის ცნობილია

ღარიბაშვილი: არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს, IPSOS-ის სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის ცნობილია

28 ოქტ 2021 პოლიტიკა 731 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს. IPSOS-ის სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა IPSOS-ის კვლევას გუშინ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული „ტრიუმფალური ღონისძიების“ გადაფარვის უსუსური მცდელობა უწოდა.

„ლევან თარხნიშვილის მიერ გაყალბებული კვლევები ნამდვილად არ არის საინტერესო ჩვენთვის. ეს არის მორიგი უსუსური მცდელობა იმისა, რომ გუშინდელი, ეს მართლაც ტრიუმფალური ღონისძიება, გადაეფარათ რაიმენაირად და ამ ყველაფერს ძალიან მალე, 2 დღეში, მთელი მოსახლეობა, ჩვენი საზოგადოება იხილავს, რომ არჩევნების მეორე ტური დასრულდება, რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვებით,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, “მთავარმა არხმა” IPSOS-ის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

კითხვაზე, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, კვლევის თანახმად, შედეგები ასე გადანაწილდა.

ნიკა მელია – 48,4%

კახა კალაძე – 51,6%

ამასთანავე, კითხვაზე, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ზუგდიდში შედეგები ასე გადანაწილდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ანზორ მელია – 54,7%

„ქართული ოცნება“ – მამუკა წოწერია – 45,3%

რაც შეეხება ბათუმს, კვლევის თანახმად, ბათუმში მონაცემები ასე ნაწილდება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გიორგი კირთაძე – 51,3%

„ქართული ოცნება“ – არჩილ ჩიქოვანი – 48,7%

IPSOS-ის კვლევის თანახმად ქუთაისის შედეგები ასე გამოიყურება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ხატია დეკანოიძე – 51,7%

„ქართული ოცნება“ – იოსებ ხახალეიშვილი – 48,3%

რაც შეეხება რუსთავს, კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – დავით კირკიტაძე – 53,1%

„ქართული ოცნება“ – ნინო ლაცაბიძე – 46,9%

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევა ჩაატარა IPSOS-გლობალმა, “მთავარი არხის” დაკვეთით. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი 2021-10-28
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ღარიბაშვილი: მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დროს, სისტემა პატიმრებს აუპატიურებდა, აწამებდა და ტანჯავდა

შემდეგი სტატია

მანჯგალაძე: შიდა ტურიზმი განვითარდა, აქციაზე მისული ადამიანებით გუშინ საღამოს კაფეები და რესტორნები გადაჭედილი იყო

მსგავსი სტატიები

„მირზა სუბელიანს მომხდარი ფაქტის დროს არ ვიცნობდი, ახალი გამოყოფილი საქმის პირობებში მქონდა მასთან კონტაქტი“

„მირზა სუბელიანს მომხდარი ფაქტის დროს არ ვიცნობდი, ახალი გამოყოფილი საქმის პირობებში მქონდა მასთან კონტაქტი“

03 აგვ 2018
ირაკლი ღარიბაშვილი: მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს” რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში

ირაკლი ღარიბაშვილი: მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს” რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში

ნინო ჩხეიძე 28 სექ 2022
გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

ირაკლი შალიკაშვილი 27 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

    თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

  • ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

    ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

  • შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

    შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

  • მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

    მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

  • საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

    საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

  • მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

    მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

  • წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

    წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

  • ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

    ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge