NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში

26 ოქტ 2021 პოლიტიკა 635 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში.

სოფო ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება ყოველდღურად და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. შესაბამისად მედიკოსები ფიქრობენ, რომ ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24 საათიან მონიტორინგს.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო.

„უკვე 26 დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად მძიმდება, შეიძლება ითქვას კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. დღეს ჩვენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას – არც ახლა და არც არასდროს, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო. მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა საჭიროებს მყისიერ, გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში, რაც დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24 საათიან მონიტორინგს და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას მრავალპროფილურ კლინიკაში, რაზეც შეთანხმდა კონსილიუმი. ეს რესურსი ციხის სამკურნალო დაწესებულებას არ გააჩნია, რაც სახალხო დამცველმაც თქვა. სამწუხაროდ, სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა სხვა გზას არ გვთავაზობს და ისინი პირდაპირ წირავენ მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ეკატერინე მხეიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს უკიდურესად დამძიმდეს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, საგანგაშო ვითარებაა, რადგან მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში უკვე მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.

„26 დღეა შიმშილობს და მხოლოდ სითხეებს იღებს, ეს ძალიან დიდი რისკია. შეიძლება ღამით, როდესაც საკანში მარტოა, ისე ცუდად გახდეს და პათოლოგია ისეთი დამძიმებული ფორმით განუვითარდეს ამ ფონისა და შიმშილობის გამო, ვერც მიუსწროს ადამიანმა, რომ რეანომობილით სადღაც გადაიყვანონ. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვ, საგანგაშო მდგომარეობაა, ვაფრთხილებ ციხის ადმინისტრაციას თუ სახელმწიფო სტრუქტურებს, ჯანდაცვის სამინისტროს, მიიღეთ ეს, როგორც უკიდურესი საგანგაშო გაფრთხილება, მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში უკვე მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს“, – განაცხადა მხეიძემ.

ექიმის განმარტებით, ეს ისეთი ზღვარია, რომელიც მეტ მოცდას აღარ ექვემდებარება, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ყოველ წამს დამძიმდეს.

„შეიძლება გზაშიც ისეთი მდგომარეობა განვითარდეს, რომ უკუქცევადი პროცესები დაიწყოს. მოგმართავთ თხოვნით და გაფრთხილებთ, ეს ისეთი რისკია, გთხოვთ, ბატონი მიხეილი გადაიყვანოთ ისეთ კლინიკაში, სადაც მას ექნება 24 საათიანი მეთვალყურეობა, მონიტორინგი, ანალიზების საშუალება, დაკვირვება“, – განაცხადა მხეიძემ.

ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტის, ვატო სურგულაძის თქმით, დღეს ჩვენ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გვაქვს.

“ნებისმიერი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი და ყველაზე დიდი ღირებულება არის ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს გამოცხადებული სიკვდილის, უფრო სწორედ მკვლელობის ქრონიკა. დავეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ არაფერი არ არის დაცული. ადამიანს ძალით ვერ აჭმევ და ვერ უმკურნალებ, მაგრამ მესამე პრეზიდენტმა გამოთქვა მონიტორინგისა და მკურნალობის სურვილი. ამ შემთხვევაში ზუსტად ის კლინიკა სჭირდება. „ვივამედის“ კლინიკა არის საკმაოდ კარგად აღჭურვილი, მულტიპროფილურია და აქვს იუსტიციის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება. ყოველთვიურად 500-მდე პაციენტი გადადის იქ ციხეებიდან. რა პრობლემა გახდა ასეთი?!“,-განაცხადა სურგულაძემ.

რეანიმატოლოგ, გოჩა გორგოძის განცხადებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ყოფილ პრეზიდენტს თანმხლები დაავადებაც აქვს, რამაც, მისი განმარტებით, შესაძლოა მას საფრთხე შეუქმნას.

ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ C კატეგორიის კლინიკაში.

“როგორც ვიცით, მას აქვს თანმხლები დაავადება მინორი, რომელიც ჩვეულებრივ კვების დროს არ წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ ის არის ქრონიკულად ანემიური პაციენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის. სწორედაც ამის ფონზე, თუ წავიდა ისეთი რითმის მოშლა, რომელიც გამოიწვევს ჰემოდინამიურ არასტაბილობას, უამრავი რამ შეიძლება მოხდეს – შესაძლოა თრომბოზები განვითარდეს და ა.შ. ამიტომ შედგა კონსილიუმი და ამიტომ ითხოვენ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მონიტორინგი და ინტენსიური თერაპიის დაწყება, რომ არ მივიდეთ რეანიმაციულ ღონისძიებამდე. თუ ასეთი დასჭირდა პაციენტს, მზად უნდა იყოს კლინიკა ნებისმიერი ჩარევისთვის, მათ შორის სისხლის დენის კუპირებისთვის, რადგან შესაძლოა უკვე ჩამოყალიბებული იყოს ეროზიული წყლულები კუჭნაწლავის სისტემაში. ნებისმიერი დრამატული დამძიმების შემთხვევაში, შეიძლება მივიღოთ ძალიან ბევრი პასუხი ორგანიზმისგან. დაუყოვნებლივ უნდა გადავიყვანოთ პაციენტი C კატეგორიის კლინიკაში“, – განაცხადა გოჩა გორგოძემ.

კომენტარები

TOP მიხეილ სააკაშვილი 2021-10-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადება

შემდეგი სტატია

კალაძე: ადამიანი როდესაც მოგვყავს აქციაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ კვებას

მსგავსი სტატიები

რომან კაკულია: მაია ცქიტიშვილის სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ

რომან კაკულია: მაია ცქიტიშვილის სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018
ნიკა მელია:  4 იანვარს, 18:00 საათზე გელოდებით საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და თბილისში – მშვიდობის ხიდზე – ქვეყნის განვითარება და მესამე პრეზიდენტის მკვლელობა არის ურთიერთგამომრიცხავი

ნიკა მელია: 4 იანვარს, 18:00 საათზე გელოდებით საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და თბილისში – მშვიდობის ხიდზე – ქვეყნის განვითარება და მესამე პრეზიდენტის მკვლელობა არის ურთიერთგამომრიცხავი

ნინო ჩხეიძე 03 იან 2023
გიორგი გახარიას 6 ტყუილი – გიგა ბოკერია შს მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს

გიორგი გახარიას 6 ტყუილი – გიგა ბოკერია შს მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს

ირაკლი შალიკაშვილი 12 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

    ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

  • გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

    გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

  • თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

    თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

  • მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

    მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

  • „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

    „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

  • მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

    მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

  • გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

    გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

  • გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

    გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

  • თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

    თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge