NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»აპლიკაციებს კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა

აპლიკაციებს კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა

26 ოქტ 2021 ბიზნესი 211 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისის აპლიკაციების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. ადგილები ასე
გადანაწილდა: პირველ ადგილზე Theneo გავიდა, მეორეზე – Strange Elo და მესამეზე
Exponent Group. სამივე ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გამარჯვებამდე რთული გზა და
კონკურსის სამი ტური გამოიარეს.
22 ოქტომბერს კი ფინალურ ეტაპზე აპლიკაციების კონკურსის 10-მა საუკეთესო
ინოვაციურმა გუნდმა საჯაროდ წარადგინა თავისი იდეის მუშა პროტოტიპი
დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე. გამარჯვებული ტექნოლოგიური სტარტაპები ჟიურიმ
შემდეგი კრიტერიუმებით შეარჩია: რამდენად ჭრის აპლიკაცია რეალურ პრობლემას,
როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ.
Theneo-ს მეშვეობით შესაძლებელია დროის უმოკლეს პერიოდში მაღალი ხარისხის,
ლამაზი და ინტერაქციული API დოკუმენტაციის შექმნა. API დოკუმენტაციას არსებითი
როლი აქვს წარმატებული ინტეგრაციების პროცესში, შესაბამისად, Theneo კომპანიებს
ხელს შეუწყობს API-ს წარმატებულ დანერგვაში, სხვა კომპანიებთან პარტნიორობასა და
ინტეგრაციაში. დღესდღეობით API-ზე ორიენტირებული ბაზარზე დაწინაურებული
პლატფორმები საჭიროებენ დეველოპერის ჩართულობას API დოკუმენტაციის
შესაქმნელად, Theneo-ს გამოყენების შემთხვევაში კი, კომპანიის C-level-ზე მყოფი,
არატექნიკური განათლების მქონე პირებიც შეძლებენ დოკუმენტაციის მარტივად
აწყობასა და რედაქტირებას.
Strange Elo ელექტრონული სპორტის მოთამაშეებს მათზე მორგებულ ქოუჩინგ და
ბუსთინგ სერვისებს სთავაზობს. კონკურენტებისგან განსხვავებით ის მნიშვნელოვნად
ამარტივებს გადახდის სისტემას და თანხის უკუგატარების მოთხოვნას. დღეს
მოთამაშეებისთვის ერთმანეთთან დაკავშირება დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუ
საშუალოდ გეიმერი 16 საათი ცდილობდა პარტნიორის მოძიებას, ინოვაციური
ფუნქციონალის წყალობით Strange Elo ამას 30 წამში ან ნაკლებში დროში მოახერხებს.
Exponent Group ქმნის პლატფორმას, სადაც გაერთიანებული იქნება ხმოვანი გიფები თუ
მიმები და ადამიანი შეძლებს საკუთარი ემოციის გაზიარებს სხვა პლათფორმებზე.
სტარტაპის ბიზნეს მოდელი სრულად დაფუძნებულია Sponsored Content-ზე,  Instagram,
Giphy, TikTok, Tenor-ის მსგავსად. მოდელი ასევე ითვალისწინებს Youtube-ს სტილში
მონეტიზაციას კონტენტ კრეატორებისათვის.
სამივე გუნდი ფიქრობს, რომ აპლიკაციების კონკურსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს
მათ ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნასა და განვითარებაში. გარდა ამისა, ისინი
იმედოვნებენ, რომ ეს პლატფორმა დაეხმარებათ ინვესტორებისა და მომხმარებლების
დაინტერესებაში.
პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე
გასული გუნდები კი – 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულებს
კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი

აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება. ყველა დასრულებულ პროექტს თიბისი თავის
ბიზნეს მომხმარებლებს შესთავაზებს.
თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში
ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური
გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად იმართება.
კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ ორგანიზებით ტარდება. კონკურსის
მიზანია, საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტების თუ სხვა ციფრული
გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ადამიანებს და ბიზნესებს ყოველდღიურ ცხოვრებას
გაუმარტივებს; ასევე, ახალგაზრდა თაობაში ვებ-დეველოპმენტის ცნობადობას გაზრდა
და პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერა.

კომენტარები

2021-10-26
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ერთი მსახიობის ბიოგრაფია – ანი ჟირარდო

შემდეგი სტატია

საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადება

მსგავსი სტატიები

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თამუნა 10 ოქტ 2022
თიბისის IT აკადემია ახალგაზრდებს ხელს უწყობს ტექნოლოგიის დარგში ახალ პროფესიებს დაეუფლონ

თიბისის IT აკადემია ახალგაზრდებს ხელს უწყობს ტექნოლოგიის დარგში ახალ პროფესიებს დაეუფლონ

თამუნა 10 თებ 2022
Volvo Cars-მა კიდევ ერთი ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა

Volvo Cars-მა კიდევ ერთი ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა

ირაკლი შალიკაშვილი 23 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge