NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ჩვენ დღეს ბათუმში იმისთვის შევიკრიბეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვეჩვენებინა რამდენი ვართ, რა გვჭირდება, სად მივდივართ”

“ჩვენ დღეს ბათუმში იმისთვის შევიკრიბეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვეჩვენებინა რამდენი ვართ, რა გვჭირდება, სად მივდივართ”

23 ოქტ 2021 პოლიტიკა 616 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყოველდღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი ვუყურებთ, იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეშია ადამიანი, რომელმაც ამ ქალაქს, ქვეყანას ძალიან დიდი პროგრესი მოუტანა, რა თქმა უნდა, გული გვტკივა,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ბათუმში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც დეკანოიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეშია.

„ჩვენ დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვეჩვენებინა, მათ შორის, ჩვენი ოპონენტებისთვის რამდენი ვართ, რა გვჭირდება, სად მივდივართ, რატომ გვჭირდება გამარჯვება და როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი.

გარდა იმისა, რომ თქვენ ყველას დიდი მოწიწებით გეფერებით, არ შემიძლია ჩემი სიტყვა არ დავიწყო მისალმებით და მოკითხვით, ჩემი მეგობრის, საქართველოს მესამე პრეზიდენტით, მიხეილ სააკაშვილით, რომელიც დღეს ციხეშია, ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში!

ყოველდღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი ვუყურებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეშია ადამიანი, რომელმაც ამ ქალაქს, ქვეყანას ძალიან დიდი პროგრესი მოუტანა, რა თქმა უნდა, გული გვტკივა, გაუსაძლისია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რისთვის ჩამოვიდა, რისთვის უყვარს თავისი ქვეყანა და რისი მიღწევა სურს მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ მივესალმოთ ჩვენს მეგობარს, ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანს, იმ ადამიანს, ვისაც ეს ქვეყანა ტკივილამდე უყვარს“, – აღნიშნავს დეკანოიძე.

მან არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 30 ოქტომბერს ოპოზიცია გაიმარჯვებს.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ დავამარცხოთ ეს ხელისუფლება. დავამარცხოთ არა ზიზღით, არა გაუსაძლისი აგრესიით, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ, არამედ დავამარცხოთ, იმიტომ რომ ამ ქვეყნის შეუქცევადი მომავალი დაიწყოს. ამ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი, ქვეყანა არ იყოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის უკანა ეზო, როგორც მას სურს“, – აღნიშნავს დეკანოიძე და განმარტავს, რომ „რაც არ უნდა გრძელი იყოს ღამე და წყვდიადი, აუცილებლად გათენდება და მის შემდეგ აუცილებლად დადგება ყველაზე უფრო ნათელი და მზიანი დღე“.

კომენტარები

TOP ხატია დეკანოიძე 2021-10-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ხატია დეკანოიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სასამართლოს ცნობით, ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ფატალურ გასროლამდე არ იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები იდო

შემდეგი სტატია

„გლდანი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

მსგავსი სტატიები

ეკა ბესელიას კანონპროექტზე ხელმომწერი კობა ნარჩემაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება

ეკა ბესელიას კანონპროექტზე ხელმომწერი კობა ნარჩემაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება

22 თებ 2019
„ენმ“ საკრებულოს ბოლო სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება

„ენმ“ საკრებულოს ბოლო სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება

07 ნოე 2017
მამუკა ბახტაძე დღეს იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვას წარადგენს

მამუკა ბახტაძე დღეს იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვას წარადგენს

14 სექ 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

    შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

  • ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

    ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

  • შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

    შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

  • სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

    სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

    გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

  • მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

    მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

  • ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

    ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

  • რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

    რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

  • რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

    რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge