NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»” როგორ წარმოგიდგენიათ, მერი რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი, ეს რომ მოხდეს, მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა და გადაბრალება მთავრობაზე”

” როგორ წარმოგიდგენიათ, მერი რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი, ეს რომ მოხდეს, მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა და გადაბრალება მთავრობაზე”

23 ოქტ 2021 პოლიტიკა 386 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მე მაგალითი მოვიყვანე, ოზურგეთი და თიანეთი. ამ ორ მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ წააგო არჩევნები 2017 წელს და ამ ორივე რაიონში იყო სხვა კანდიდატი არჩეული მერი. მას შემდეგ, ორივე მუნიციპალიტეტში არ იყო, რეალურად, გამართული კოორდინაცია სამხარეო ადმინისტრაციასთან, გუბერნატორთან, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან, სამსახურებთან, რომლებიც ადგილზე არიან იმ მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მთავრობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მერი რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი, მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე.

„ცენტრალური მთავრობა მუნიციპალიტეტში, იმ რეგიონში, უამრავ საქმეს აკეთებს. ახლა ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტები. ამ პროექტებს კიდევ უფრო გავაათმაგებთ, გავზრდით და გვინდა, რომ ეს მასშტაბები გავზარდოთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი, ღმერთმა არ ქნას, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამაზე ვთქვი, რომ მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე. მე ამაზე ვთქვი, ხალხისთვის უმჯობესია და მე მჯერა ამის, რომ ჩვენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და არ მისცემს ხმას მოძალადე, მკვლელების პარტიას, რომლებიც იყვნენ უკვე ხელისუფლებაში და ჩვენი ქვეყანა დაანგრიეს, ტერიტორიები დაკარგეს, ხალხს როგორ გაუსწორდნენ, ჩაგრავდნენ, კლავდნენ, ართმევდნენ სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდნენ. ამაზეა საუბარი, მე ეს ვთქვი, მხოლოდ ამ ჭრილში.

ასევე, აქვე მინდა, მათ შორის, ჩვენს ოპონენტებს გავახსენო, რაზე იყო საუბარი მთელი ეს საარჩევნო კამპანია, ეს ე.წ. რეფერენდუმი. მე მინდა მოგიწოდოთ ჟურნალისტებს და მედიას თხოვნით მივმართო, რომ გაიხსენონ და გაახსენონ საზოგადოებას, რა განცხადებებს აკეთებდნენ ეს ადამიანები – იმუქრებოდნენ, რომ ეს რეფერენდუმი ჩატარდებოდა, მოიგებდნენ და ა.შ. თუ არ მოიგებდნენ, ასევე იყო დაპირებები მათი მხრიდან, საინტერესოა, ახლა რას ამბობენ. ჩვენ 47% ავიღეთ და მადლობა ჩვენს ხალხს, ჩვენს გენიალურ, ბრძენ ხალხს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

რეფერენდუმი, რომელიც მათი მხრიდან იყო გამოცხადებული, ეს არის სრულად დახურული საკითხი. მთავარი მინდა ვთქვა, მაშინ, როდესაც ჩვენ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩავდეთ პირობა, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ აიღებდა 43%-ს, მაშინ გაიმართებოდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, სწორედ ამით უგულებელყვეს კონსტიტუცია და მთავარი პრინციპი თვითმმართველობის. რა შუაში იყო მაშინ, მე ვეკითხები ყველას, და მაშინ აღარ გაახსენდათ თვითმმართველობის პრინციპი ზოგადად, იდეა, ცნება. ამაზეა საუბარი, ამიტომ, ორმაგი სტანდარტებით საუბარს და ხალხის დაბნევას შეეშვან. შეეშვან ტყუილების ლაპარაკს. მათ იციან, რომ მარცხდებიან სასტიკად ყველა მუნიციპალიტეტში. კიდევ ვიმეორებ, რომ არავის არ ავარევინებთ ქვეყანას. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი, ბოლომდე განეიტრალებული იქნება ეს დესტრუქციული ძალა და მათი ბელადი დიდხანს იჯდება ციხეში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი 2021-10-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანს, რომელსაც პრემიერის სავარძელი უკავია, საერთოდ გაგნებაში არ არის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რა არის ევროპული დემოკრატია”

შემდეგი სტატია

თელავის ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე: ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურისა და თავდადებისთვის ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ

მამუკა ბახტაძე: ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურისა და თავდადებისთვის ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ

01 აგვ 2018
თამარ ჩუგოშვილი: ცესკომ უნდა გაიგოს, რომ გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია

თამარ ჩუგოშვილი: ცესკომ უნდა გაიგოს, რომ გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია

ირაკლი შალიკაშვილი 06 ნოე 2020
ლევან იზორიამ და ჯონ რუდმა შეხვედრაზე შეიარაღების შესყიდვის საკითხები განიხილეს

ლევან იზორიამ და ჯონ რუდმა შეხვედრაზე შეიარაღების შესყიდვის საკითხები განიხილეს

22 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge