NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი ღარიბაშვილი: ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია, აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ მოაწყობს!

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია, აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ მოაწყობს!

23 ოქტ 2021 პოლიტიკა 664 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გუშინ, ღამე სრული ისტერია, პანიკა დათესეს – ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია, აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ მოაწყობს!- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება გავრცელებული ინფორმაცია რეგიონებში სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების შესახებ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არარსებული ამბავი გამოიგონეს, თითოქოს, მისი დავალებით სპეცრაზმის გაგზავნას აპირებდნენ სამეგრელოში.

„მინდა ავუხსნა მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით. ამაზე განცხადებაც გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა. გუშინ, ღამე სრული ისტერია, პანიკა დათესა ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ და მელიამ, ყველა ამ ქაოსის შემომტანმა ადამიანმა.

არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითოქოს, ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებაზე. ასეთი ტყუილებით მმართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები. ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია, აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ მოაწყობს. ეს იმას უკავშირდებოდა, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა. ჩასულები ვიყავით რამდენიმე დღის წინ და იქ მხოლოდ სიმართლე ვილაპარაკეთ. არაფერი არ მისაუბრია ფაქტების გარდა. მე მხოლოდ ფაქტები შევახსენე მოსახლეობას, ახლაც ფაქტებით ვსაუბრობ, როგორ მმართავდნენ ჩვენს ქვეყანას მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამ ძალადობაზე ვსაუბრობდი. რა უნდა მოხდეს? ადამიანი თავისი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებს, ალბათ, თვითონ რასაც მოიმოქმედებდნენ და დაგეგმავდნენ, აქედან გამომდინარე ააგეს ეს აბსრუდული პანიკა“, – აღნიშნავს პრემიერი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შსს-ს თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება და პოლიციელთა გეგმური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი 2021-10-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ხუხაშვილი: …ვფიქრობ, ამ ტაქტიკის ნაწილია მთელი ყურადღების გადატანა ზუგდიდზე, რათა გადაიფაროს ის გადამწყვეტი პროცესი, რაც თბილისში მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

კობახიძე: განსაკუთრებული პრივილეგიებით არცერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მითუმეტეს, არც სააკაშვილი

მსგავსი სტატიები

მდინარაძე: ხანდახან ხომ დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მოგონილზე კი არ მაქვს საუბარი, ამაზე უნდა დახუჭო თვალი

მდინარაძე: ხანდახან ხომ დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მოგონილზე კი არ მაქვს საუბარი, ამაზე უნდა დახუჭო თვალი

ნინო ჩხეიძე 20 ივნ 2022
ნატო-სთან ურთიერთობას ორ სიტყვაში ვიტყოდი – ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად

ნატო-სთან ურთიერთობას ორ სიტყვაში ვიტყოდი – ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად

ირაკლი შალიკაშვილი 07 ნოე 2019
შსს-ს  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გაიარეს

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გაიარეს

24 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge