NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნათია მეზვრიშვილი: პრემიერმა ამომრჩეველს უთხრა, რომ თუ მეორე ტურში ხმას ოპოზიციას მისცემთ, მართვის ყველანაირ შესაძლებლობას გადაგიკეტავთ

ნათია მეზვრიშვილი: პრემიერმა ამომრჩეველს უთხრა, რომ თუ მეორე ტურში ხმას ოპოზიციას მისცემთ, მართვის ყველანაირ შესაძლებლობას გადაგიკეტავთ

22 ოქტ 2021 პოლიტიკა 320 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, პრემიერის განცხადება, რომ ადგილობრივი არჩევნები ვინც არ უნდა მოიგოს, ვერაფერს გახდება, „თვითმმართველობის არჩევნებზე პირდაპირი დარტყმა და დეცენტრალიზაციაზე იერიშია“.

როგორც მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, პრემიერმა რეალურად თქვა, რომ საბოტაჟს მოაწყობს და რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც ყველაფერი მმართველი პარტიის გადასაწყვეტია.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის განცხადება საარჩევნო სისტემაზე და ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირდაპირი დარტყმა, იერიში დეცენტრალიზაციაზე და ზოგადად, ძალაუფლების დანაწილების პრინციპებზე. ვგულისხმობ მის განცხადებას, რომ ვინც არ უნდა მოიგოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ვერაფერს გახდება. რეალურად, პრემიერმა თქვა, რომ მოაწყობს საბოტაჟს იმიტომ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში „ოცნება“ იმყოფება და პრაქტიკულად, ყველაფერი როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე პარტიის გადასაწყვეტია. ისევ და ისევ, ჩვენ ერთპიროვნულ მმართველობამდე მივედით.

„ოცნებისგან“ არაფერი მიკვირს, არც ეს განცხადება. უბრალოდ, პატივს ვცემთ იმ პრინციპებს, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს და იმ დაწერილ კანონებს, რომლითაც, წესით, უნდა ვხელმძღვანელობდეთ. ეს დაწერილი კანონები და პირველ რიგში, კონსტიტუცია, გვეუბნება, რომ ძალაუფლება ხელისუფლების შტოებს შორისაა დანაწილებული. დეცენტრალიზაციის მთავარი აზრი, რასაც დღეს პრემიერმა დაარტყა, ისაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მოქალაქეებს აქვთ საჭიროებები, რომელთა სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებისთვის გარკვეული ავტონომია და უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობაზე დელეგირებულია. დღეს პრემიერმა თქვა – ამ პრინციპებს არ ვაღიარებ და ფაქტობრივად, ამომრჩეველს უთხრა, რომ თუ მეორე ტურში ხმას ოპოზიციას მისცემთ, მართვის ყველანაირ შესაძლებლობას გადაგიკეტავთ. უბრალოდ საბოტაჟს მოგიწყობთ და პრაქტიკულად თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი მნიშნველობა არ აქვს“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში განაცხადა, „რომელიმე მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატიც რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს“.

კომენტარები

TOP ნათია მეზვრიშვილი 2021-10-22
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნათია მეზვრიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯაფარიძე: …ამის დასტურია კალაძის რიტორიკა, რომელიც ბოლო დღეებში ჩვეულებრივ ღარიბაშვილად იქცა (ვიდეო)

შემდეგი სტატია

მსახიობი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

მსგავსი სტატიები

შს მინისტრის პირველმა მოადგილემ დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა

შს მინისტრის პირველმა მოადგილემ დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა

24 ნოე 2017
“ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

“ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

ნინო ჩხეიძე 10 აპრ 2021

„პრემიერმინისტრმა საინტერესო მოხსენება წარმოადგინა“

21 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge