NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»თენგიზ ცერცვაძე: ეს უკვე ანტივაქსერული განწყობაც აღარაა, ეს უკვე დაუჯერებელი რამაა

თენგიზ ცერცვაძე: ეს უკვე ანტივაქსერული განწყობაც აღარაა, ეს უკვე დაუჯერებელი რამაა

22 ოქტ 2021 ჯანმრთელობა 332 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

14 ოქტომბერს, 30 თუ 40-ათასიანი მიტინგი იყო, მობილობა, მიკროავტობუსებით ჩამოდიოდნენ ადამიანები, ნახევარზე მეტს პირბადე არ ეკეთა, სხვას რას უნდა მოველოდეთ?- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ეპიდვითარებასთან და ვაქცინაციის შემცირებულ ტემპთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ვაქცინაციის ყოველდღიური რაოდენობა მიზერულია და „ადამიანები პირველად აცრაზე თითქმის არ მიდიან“.

„ერთი თვის წინ დღიურად 25-30 ათასი ვაქცინაცია გვქონდა, მოველოდით რომ ეს რაოდენობა 40 ათასი გახდებოდა, ყველა პირობაა ამისთვის შექმნილი – 2 მლნ-ზე მეტი ძალიან ეფექტური ვაქცინა, „ფაიზერის“ ჩათვლით, 500-ზე მეტი ვაქცინაციის ცენტრი, მობილური ავტობუსები, მობილური ჯგუფები რეგიონებში, ე.წ. ვაქცინაციის მარათონი, უამრავი წამახალისებელი ღონისძიება მათთვის, ვინც აიცრება და ვინც დაარწმუნებს სხვებს, რომ აიცრან. პირადად მინისტრი, NCDC-ს ხელმძღვანელობა კარდაკარ, ოჯახ-ოჯახ დადის და ცდილობს ადამიანები ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაარწმუნოს.

ამის მიუხედავად, ბოლო 5 დღეა ვაქცინირებულთა რაოდენობა 4-5 ათასია, რაც მიზერულია, კატასტროფაა. ამ რაოდენობიდანაც ძირითადად მეორადი აცრებია. პირველად აცრაზე ადამიანები თითქმის არ მოდიან.

გასაგებია, რომ ანტივაქსერული განწყობა ძლიერია, სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ეს უკვე ანტივაქსერული განწყობაც აღარაა, ეს უკვე სამწუხარო, დაუჯერებელი რამაა. საქართველოს მოსახლეობა თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და საბოლოო ჯამში ქვეყანას საბოტაჟს უწყობს. თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო ისევ გახდება იძულებული, რომ შეზღუდვები შემოიღოს და ეს შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს. კატეგორიულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. სულ 45%-ია მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში 90-95%-ია. მოსახლეობა კატეგორიულად არ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე – ქორწილებზე, ქელეხებზე, დაბადების დღეებზე და ამას დაემატა პოლიტიკური მიზნით შეკრებები. 14-ში იყო 30 თუ 40 ათასიანი მიტინგი, მობილობა იყო, მიკროავტობუსებით ჩამოდიოდნენ ადამიანები. ნახევარზე მეტს პირბადე არ ეკეთა. სხვას რას უნდა მოველოდეთ? მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობა ვაქცინაციისკენ უნდა შემობრუნდეს.

„რაღაც გვჭირს. უნდა გავთავისუფლდეთ ამ რაღაც ძალისგან“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

TOP თენგიზ ცერცვაძე 2021-10-22
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თენგიზ ცერცვაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

EFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად

შემდეგი სტატია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: დაწყებულია მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა

მსგავსი სტატიები

ტედროს ადანომ გებრეისუსი: უარესი ჯერ კიდევ წინ არის

ტედროს ადანომ გებრეისუსი: უარესი ჯერ კიდევ წინ არის

ნინო ჩხეიძე 21 აპრ 2020
“ფაიზერის გარდა კიდევ უამრავი სანდო კომპანია მუშაობს ვაქცინაზე, ასე რომ გვირაბის ბოლოს, შეიძლება სინათლის უამრავი წყარო აღმოჩნდეს”

“ფაიზერის გარდა კიდევ უამრავი სანდო კომპანია მუშაობს ვაქცინაზე, ასე რომ გვირაბის ბოლოს, შეიძლება სინათლის უამრავი წყარო აღმოჩნდეს”

ნინო ჩხეიძე 12 ნოე 2020
ამირან გამყრელიძე: …მერე მეც დაგპატიჟებთ ყველას (ვიდეო)

ამირან გამყრელიძე: …მერე მეც დაგპატიჟებთ ყველას (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 27 მარ 2020

უახლესი ამბები

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge