NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ნათია ფანჯიკიძე: თქვენი დაშინებით დეგრადირებული ხალხის ფსიქიკური მდგომარეობა თქვენ გექნებათ მოსანანიებელი

ნათია ფანჯიკიძე: თქვენი დაშინებით დეგრადირებული ხალხის ფსიქიკური მდგომარეობა თქვენ გექნებათ მოსანანიებელი

21 ოქტ 2021 საზოგადოება 379 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“მხარდამჭერი რომ ვიყო, მივიდოდი იმ თქვენს პრეზიდენტთან, მივუტანდი შავი მამლის ბულიონს და ვეტყოდი, აბა, ერთი ლუკმა ჩემი ხათრით, მეორე ლუკმა იმის ხათრით… აბა, თვითმფრინავი მოფრინავს… უფრო სწორად, მივიდოდი და ვეტყოდი, – დავით აღმაშენებელმა დატოვა გალობანი სინანულისანი, თავს უმძიმეს ცოდვილად მიიჩნევდა და იყო კიდეც და იმიტომ იყო ასე დიდი, რომ იცოდა, რომ იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ საუკუნეებში ადამიანის სიცოცხლის მიმართ, კანონის მიმართ და სასჯელის მიმართ სრულიად სხვა კრიტერიუმი და აღქმა არსებობდა. ამ შიმშილობის გამოცხადებას მაშინ ჩავთვლიდი ღირებულ აქტად, რომ ეთქვა სააკაშვილს, ადამიანებო, ვისაც დაგინგრიეთ ცხოვრება, ფსიქიკა, შემეშალა თუ შეგნებულად გავაკეთე, ვგრძნობ რა ჩავიდინე, ვინანიებ და თქვენ გიძღვნით ამ თვითდასჯას, ვისთვისაც რამე დამიშავებია, მიიღეთ ჩემი სინანული, 40 დღე მოვკვდები და კიდევ 40 დღე თავიდან დაბადების შანსი მომეცით, რომ განახლებულ ადამიანად დავბრუნდე თქვენს შორის და არა ის, რომ ეს ამოდენა აღმაშენებელი ბიჭი რა უსამართლოდ ჩამასკუპეთ, მე ხომ იუსტიციის სახლი გავმართე და განა არ ღირდა ეს პროგრესი ადამიანების მასხარად აგდებად ან დასახიჩრებად, ან გამიზნულ, ან გადაცდომით მკვლელობად? მაგრამ არა, მამა აბრამის ბატკნობას და უცოდველობას აპროტესტებს და ვერც სცენარის უგემოვნობას ამჩნევს, მხიარული ფანტომასვით მწვანილის გადასაზიდი ყუთით შემოსული ახლა ბავშვივით ფაფაზე რომ ამბობს უარს. ყოველ დილას რომ ვიღვიძებ, სანამ გავწონასწორდები, ყველა დარდს ერთად ვდარდობ, თუკი რამე შემიცოდავს და იმასაც, რაც არ შემიცოდავს. როგორ შეიძლება არასდროს არაფერს გადახედოს გონიერებაზე პრეტენზიის მქონე ადამიანმა და არასდროს არაფერი ინანოს. სულ არ ვაპირებდი რამის თქმას ამ საკითხზე. ოცნების უმსგავსობამ მაიძულა – გოგო მოვიდა ახლა ჩემთან სახლში და მეტროში აღგზნებული ახალგაზრდების ბანდა ღრიალებდა ხალხის დასანახად, სააკაშვილს აგინებდნენო. შეგვეშინდა ხალხსო. ხოდა თქვენი დაშინებით დეგრადირებული ხალხის ფსიქიკური მდგომარეობა თქვენ გექნებათ მოსანანიებელი კიდევ და იმ ხალხისაც, ფარშევანგებივით ცოცხებით რომ გამოდგით ტრასაზე და ბოლომდე კარგად ვერც ხვდებიან, რა აბუჩად იგდებთ მათ ისედაც უბადრუკობად ქცეულ ყოფას. ადამიანების მორალურად დაჩაჩანაკებაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს და ვინც ამას აკეთებს, ყველაზე დიდი დამნაშავეა ქვეყნის წინაშე. ვცდილობ გრილი ვიყო და შორიდან ვუყურო ამ გროტესკს, რაც ხდება, მაგრამ ამომეთქმევინა, მტკივა მაინც, როგორც ჩანს. ყველა დღე მენანება, რომელიც ჩემმა ქვეყანამ დაკარგა სწრაფი განვითარების გზაზე და ამ სისულელეში გახარჯა დრო. ბოროტებაზე და მტრობაზე დიდი სისულელე და ცხოველურ წარმოშობასთან ნათესაობის მამხილებელი ხომ ადამიანში სხვა არაფერი არსებობს”,  – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

ნათია ფანჯიკიძე 2021-10-21
ნინო ჩხეიძე
Tags ნათია ფანჯიკიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს, მათ შორის 3 დაკავებულია ფონიჭალის დასახლებაში

შემდეგი სტატია

2022 წლის 1-ელი იანვრიდან საწარმოებს შესაძლებლობა ექნებათ დღის და ღამის საათებში ელექტროენერგიის განსხვავებული ტარიფით ისარგებლონ

მსგავსი სტატიები

“იმედის” ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დარღვევა დაუდგინა

“იმედის” ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დარღვევა დაუდგინა

ნინო ჩხეიძე 21 დეკ 2022
ევროპული პერსპექტივა არ არის დასაკნინებელი და მასხარად ასაგდები, ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა

ევროპული პერსპექტივა არ არის დასაკნინებელი და მასხარად ასაგდები, ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა

ირაკლი შალიკაშვილი 24 ივნ 2022
გიორგობიანი: სამინისტრო – მეწველი ძროხა გადაეკეტათ და ფულებს თავის ჭკუაზე ვეღარ აფრიალებენ, თვეობით ვეღარ დაბრძანდებიან ევროპებში მხოლოდ საკუთარი უნიჭო პიესების დასადგამად…

გიორგობიანი: სამინისტრო – მეწველი ძროხა გადაეკეტათ და ფულებს თავის ჭკუაზე ვეღარ აფრიალებენ, თვეობით ვეღარ დაბრძანდებიან ევროპებში მხოლოდ საკუთარი უნიჭო პიესების დასადგამად…

ნინო ჩხეიძე 31 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge