NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მაია მიმინოშვილი: სიახლე იყო 2005 წელს, როცა უმაღლესში მისაღებად საგამოცდო სისტემა სრულიად შეიცვალა, ახალი დაინერგა

მაია მიმინოშვილი: სიახლე იყო 2005 წელს, როცა უმაღლესში მისაღებად საგამოცდო სისტემა სრულიად შეიცვალა, ახალი დაინერგა

21 ოქტ 2021 საზოგადოება 263 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი და ამჟამად, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გუშინ გახდა და რომლის თანახმადაც, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნების არჩევანი გაიზარდა და გამრავალფეროვნდა, EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში სწორს უწოდებს, თუმცა დასძენს, რომ ეს სიახლე კი არა, წარსულში დაბრუნებაა.

წარსულთან ასოციაციები ლოგიკურია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ აბიტურიენტებს, მესამე სავალდებულო საგნის არჩევა, მიმართულებების მიხედვით, რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან, 2019 წლამდე შეეძლოთ. მაშინ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით კი, ეს წესი შეიცვალა და მესამე სავალდებულო საგნად მხოლოდ ისტორია და/ან მათემატიკა განისაზღვრა. ამას, გარკვეული უკმაყოფილება, აბიტურიენტების, განათლების სპეციალისტებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების მხრიდან, იმთავითვე მოჰყვა, თუმცა, ამაოდ.

გუშინ კი, განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ყველაფერი ძველ კალაპოტს უბრუნდება და 2022 წლის გამოცდებზე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველ ფაკულტეტებზე სწავლის გასაგრძელებლად კონკრეტული ამ პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი აირჩიონ, რაც მათ არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის. კერძოდ, მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

მაია მიმინოშვილი: ამ ყველაფერს სიახლეს ვერ დავარქმევ, რადგან ეს უფრო იმისკენ დაბრუნებაა, რაც რამდენიმე წლის წინ გვქონდა. ამდენი დრო სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ეს სწორი არ იყო? იმის მაგივრად, რომ ვთქვათ სერიოზული შეცდომა დავუშვით და ისევ უკან ვბრუნდებითო, ვამბოთ, რომ აბიტურიენტებს სიახლეს ვთავაზობთ. რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო ამაზე? სიახლე იყო 2005 წელს, როცა უმაღლესში მისაღებად საგამოცდო სისტემა სრულიად შეიცვალა, ახალი დაინერგა. იმაში, რომ მივხვდით, არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული და უკან დავბრუნდით, სიახლე არაფერია. მხოლოდ მათემატიკისა და ისტორიის დატოვება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომა იყო და სასიხარულოა, რომ ასე აღარ იქნება. თუმცა, არსებითი შენიშვნები მაქვს.

– რას გულისხმობთ?

– პირველ რიგში, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ზოგადი უნარები საგნების ჩამონათვალშიც კი აღარ არის. 2018 წლამდე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო იყო, ახლა კი ჩამონათვალშიც ვერ ვხედავ. ზოგადი უნარების ჩაბარებაზე უარი ითქვა და ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელია. როცა ვსაუბრობთ და ვთანხმდებით, რომ სასკოლო განათლების სისტემა უნარების განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ბუნებრივია, ისეთი ტიპის გამოცდაზე უარის თქმა, რომელმაც მისაღები გამოცდების სისტემაშიც ფანტასტიკური როლი შეასრულა და უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც კონტიგენტის შერჩევის კუთხით, ძალიან დიდი შეცდომაა. საუბარია იმ აკადემიური უნარების შეფასებაზე, რომელიც სტუდენტის წარმატების სერიოზული წინაპირობაა. ეს, რა თქმა უნდა, გულსატკენია და ძალიან არასწორად მიმაჩნია. სამი წელი გავიდა და ვერ მოვახერხეთ იმის შეცვლა, რაც ყველასთვის თვალნათლად დიდი შეცდომა იყო – ან მათემატიკა, ან ისტორია. დღეს უკან დავბრუნდით, ოღონდ დამახინჯებული ფორმით, რადგან უნარები სავალდებულო კი არა, არჩევითი საგნების ჩამონათვალშიც კი არ არის (გულისხმობს მესამე სავალდებულო გამოცდად ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალს-ავტ.).

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩამონათვალი გაფართოვდა, ერთი რამ გვავიწყდება – ვინ არის ამ ყველაფრის დამკვეთი. ესაა უმაღლესი სასწავლებელი და არამც და არამც განათლების სამინისტრო. კოსმეტიკური ცვლილებები, ამ პერიოდის განმავლობაში, განათლების სამინისტროსგან მოდის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლების სამინისტრო და მით უმეტეს, ორგანიზაცია, რომელიც მისაღებ გამოცდებს ამზადებს და ატარებს, უმაღლეს სასწავლებლებს ემსახურება, საუკეთესო სტუდენტების შერჩევაში ეხმარება. გადაწყვეტილების მიმღები იმაში, თუ როგორი სტუდენტი უნდა მიიღოს უნივერსიტეტმა, ნამდვილად თავად უნივერსიტეტია. აქედან გამომდინარე, მისი სათქმელია როგორი ცვლილებები უნდა შევიდეს მისაღები გამოცდების სისტემაში და ბუნებრივია, იმ გადაწყვეტილებასაც თავად უნდა იღებდეს, თუ როგორი მომზადებული სტუდენტი სჭირდება. არ მგონია რომელიმე სასწავლებელმა უარი თქვას იმაზე, რომ აბიტურიენტს ის აკადემიურ უნარი შეუფასდეს, რომელიც, საბოლოო ჯამში, წარმატების წინაპირობაა.

ვრცლად იხილეთ აქ 

კომენტარები

TOP მაია მიმინოშვილი 2021-10-21
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მაია მიმინოშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

How to Write an Essay – How to Utilize a Essay Writing Software

შემდეგი სტატია

მიხეილ სააკაშვილის მამა ჰოსპიტალიზებულია

მსგავსი სტატიები

95 წლის ასაკში აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

95 წლის ასაკში აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

08 იან 2018
დავით მაღრაძე: ვთვლი, რომ ქალბატონებისთვის მშვენიერი თბილისური პოდიუმი შექმნა კახი კალაძემ

დავით მაღრაძე: ვთვლი, რომ ქალბატონებისთვის მშვენიერი თბილისური პოდიუმი შექმნა კახი კალაძემ

ნინო ჩხეიძე 12 აგვ 2020
რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უკრაინაში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უკრაინაში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად მოქალაქეები იკრიბებიან

ნინო ჩხეიძე 04 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge