NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ღამბაშიძე: როგორ უნდა დაასრულო მინიმუმ 500 000 მოქალაქე? რა მეთოდი არსებობს ისეთი, რომელიც აქამდე არ უცდიათ და რომელიც ძალადობას არ გულისხმობს?

ღამბაშიძე: როგორ უნდა დაასრულო მინიმუმ 500 000 მოქალაქე? რა მეთოდი არსებობს ისეთი, რომელიც აქამდე არ უცდიათ და რომელიც ძალადობას არ გულისხმობს?

18 ოქტ 2021 საზოგადოება 715 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“თანამედროვე დასავლური პოლიტიკის ერთი სიტყვით აღწერა თუ შეიძლება, ეს არის სიტყვა თანამშრომლობა. თანამშრომლობა გულისხმობს ერთმანეთის არსებობის აღიარებას, თანაარსებობის გარდაუვლობის აღიარებას.
ამის ალტერნატივა არის მთელი ის სიგიჟე, რაც დასავლეთმა გამოიარა ამ წერტილამდე მოსასვლელად.
ქრისტიანებს ებრაელები არ მოსწონდათ, კაცებს ქალები, გერმანელებს ფრანგები, ფრანგებს ინგლისელები, პროტესტანტებს კათოლიკეები, კონსერვატორებს ლიბერალები, ფრანკისტებს კომუნისტები, ქერებს შავები და ა.შ. რა მოთვლის.
ბოლოს ყველანი შეთანხმდნენ, რომ ოპონენტი მტერი არ არის. იმიტომ, რომ თუ მტრად აღიქვამ, მას შესაბამისადაც უნდა მოექცე, რაც აუცილებლად მიგიყვანს საკონცენტრაციო ბანაკამდე და გაზის კამერამდე. გარდაუვალია რომ ეს ასე არ მოხდეს.
სამწუხაროდ ჩვენი ტრადიციაც საკონცენტრაციო ბანაკია. 70 წელი ვიცხოვრეთ ქვეყანაში, რომელიც პერმანენტულად ასუფთავებდა საჯარო სივრცეს “მტრებისგან”. თანაცხოვრების გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ ვეჭვობ გვაქვს ამის მოთხოვნა. იმიტომ, რომ დავიღალეთ. უკვე პატარები არ ვართ და ზუსტად ვიცით: ან მუდმივ ჭიდაობაში ვიქნებით, ან ერთმანეთს ვაღიარებთ და საერთო მიზნებისკენ სავალ გზებზე დავიწყებთ ფიქრს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ათასჯერ უფრო გულისამრევი და განსაცვიფრებელია ქართული ოცნების კლიპი, რომელიც მის ფეისბუქზე დაიდო დღეს. განსაცვიფრებელია კალაძის გაბრაზებული მიმართვა ოპონენტების დასრულებასთან დაკავშირებით.
თავად დაფიქრდით: როგორ უნდა დაასრულო მინიმუმ 500 000 მოქალაქე? რა მეთოდი არსებობს ისეთი, რომელიც აქამდე არ უცდიათ და რომელიც ძალადობას არ გულისხმობს?
დიდი იმედი მაქვს ამომრჩეველი სწორად გაიგებს რა ცეცხლს ეთამაშება ქართული ოცნებისთვის მორიგ ჯერზე ძალაუფლების მიცემისას,”  – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

კომენტარები

TOP ლევან ღამბაშიძე 2021-10-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ლევან ღამბაშიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტელეკომპანია „იმედი”: ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა ხალხისთვის და მედიისთვის და ვერ დავუშვებთ მის რევანშს

შემდეგი სტატია

ბენ ჰოჯესი: ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციიდან სარგებელს ნახულობს, რაც დაკავშირებულია სააკაშვილთან, ეს არის კრემლი და კრემლის მხარდამჭერები

მსგავსი სტატიები

თამარ კორძაია: სააკაშვილის ციხეში დაბრუნება პირდაპირ უდრის მის სიკვდილს

თამარ კორძაია: სააკაშვილის ციხეში დაბრუნება პირდაპირ უდრის მის სიკვდილს

ნინო ჩხეიძე 22 მარ 2023
შოვში სტიქიას მერაბ ნინიძის ქალიშვილი და სამი შვილიშვილი გადაურჩნენ

შოვში სტიქიას მერაბ ნინიძის ქალიშვილი და სამი შვილიშვილი გადაურჩნენ

ნინო ჩხეიძე 04 აგვ 2023
ელექტრომომარაგება 7 ივნისს დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება 7 ივნისს დროებით შეიზღუდება

06 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

    სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

    გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

  • მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

    მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

  • ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

    ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

  • რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

    რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

  • რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

    რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

  • დათო ოქიტაშვილი სოცქსელში ირაკლი კობახიძეს დაბადების დღეს ულოცავს

    დათო ოქიტაშვილი სოცქსელში ირაკლი კობახიძეს დაბადების დღეს ულოცავს

  • საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული ცნობილია

    საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული ცნობილია

  • ბუთა დოლიძე – ქართველი სომელიე ავსტრიაში (ვიდეო)

    ბუთა დოლიძე – ქართველი სომელიე ავსტრიაში (ვიდეო)

  • ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება ირაკლი ღარიბაშვილს: სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ვერ იღებს იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა

    ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება ირაკლი ღარიბაშვილს: სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ვერ იღებს იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge