NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილ Fennec Tech Studio-ს  გამომწერთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა

საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილ Fennec Tech Studio-ს  გამომწერთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა

18 ოქტ 2021 ბიზნესი 325 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

18 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკი პროექტ „მომავლის პროფესიების“ ფარგლებში
იმ ადამიანების მხარდაჭერას აგრძელებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში შეცვლილი
რეალობისა და დიდი გამოწვევების საპასუხოდ, საკუთარი პოტენციალის
მაქსიმალურად ათვისება და  ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა სურს. სწორედ ამ
მიზნით, საქართველოს ბანკი კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზე
ორიენტირებული YouTube არხის – Fennec Tech Studio-ს მხარდამჭერი რამდენიმე თვის
წინ გახდა. პარტნიორობის შედეგად YouTube არხმა უკვე შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია.
ვიდეოების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.youtube.com/c/FennecTechStudio
„მომავლის პროფესიებისა და კარიერული განვითარების კუთხით უკვე მომზადდა 29
YouTube ვიდეო, ჩატარდა 4 facebook live. YouTube არხის გამომწერთა რიცხვმა 6000-ს
გადააჭარბა. Tik Tok- ზე ნახვების რაოდენობა კი უკვე გასცდა მილიონს. დღეს
ახალგაზრდები ინფორმაციას ძირითადად ისეთი პლატფორმებიდან იღებენ, როგორიცაა
YouTube-ი და Tik Tok-ი. რა ისწავლონ, რა არ ისწავლონ, რა ჩაიცვან, სად დაისვენონ −
მსგავს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას სწორედ სოციალური ქსელები ახდენენ.
წლების მანძილზე დაკვირვების შედეგად მივხვდი, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები
ტექნოლოგიებსა და მომავლის პროფესიებზე სოციალურ ქსელებში საკმარისად არ
ვსაუბრობდით.  სწორედ აქედან დაიბადა Fennec Tech Studio-ს იდეა. მე და ჩემმა
მეგობარმა, ბილლიმ, ჩვენი რესურსები გავაერთიანეთ და YouTube არხი შევქმენით.
დავუძახეთ მეგობრებს სხვადასხვა ტექნოლოგიური პროფესიებიდან და დავიწყეთ
ვიდეოების ჩაწერა, სადაც მარტივად, ახალგაზრდებისთვის გასაგებ ენაზე ვხსნით
როგორ შეიძლება გახდე დეველოპერი, ტესტერი, ინჟინერი და ა.შ. საქართველოს
ბანკთან თანამშრომლობის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში ჩვენს ვიდეოებს უკვე
143 000 ნახვა აქვს. მოხარული ვარ, რომ ასეთი ინტერესი გამოვიწვიეთ, რაც იმას
ნიშნავს რომ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს აინტერესებთ ტექნოლოგიების
შესწავლა და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კიდევ უფრო სასარგებლო ვიდეოების
შექმნას“,- ამბობს YouTube არხის შემქმნელი- მარიამ გაგუა.
„ზოგადად, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება დასაქმების ხელშეწყობაა. საბოლოო ჯამში,
მივედით იმ რეალობამდე, რომ შრომის ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება და ბოლო
პერიოდში პროფესიები ძირითადად ტექნოლოგიების მიმართულებით გამოჩნდა.
მომავლის პროფესიების პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, კვლევების საფუძველზე ის
აქტუალური პროფესიები გვეპოვნა, რომელიც დღეს და ხვალ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად  მოთხოვნადი იქნება. ასეთია ტექნოლოგიების და ციფრული მიმართულებით
პროფესიები. მოხარული ვართ რომ Fennec Tech Studio-სთან პარტნიორობით კიდევ
უფრო მეტმა მოსწავლემ, სტუდენტმა, უბრალოდ დაინტერესებულმა პირმა მიიღო
ინფორმაცია მომავლის, ტექნოლოგიურ პროფესიებზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის
CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ჯერ კიდევ გასულ წელს, საქართველოს ბანკმა წამყვან
საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია ინსორსთან თანამშრომლობით პროექტ –
„მომავლის პროფესიების“ განხორციელება დაიწყო. მიზანი შრომის ბაზრის
ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა, ახალი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
და ადამიანების პროფესიული მხარდაჭერაა.

კომენტარები

საქართველოს ბანკი 2021-10-18
თამუნა
Tags საქართველოს ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

შემდეგი სტატია

სტარტაპ კურსი — გზამკვლევი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის

მსგავსი სტატიები

ოთო აბესაძე: შემდეგი პროგნოზი ეს არის ინფლაცია. აპრილის ბოლოს გადააჭარბებს 16% -ს

ოთო აბესაძე: შემდეგი პროგნოზი ეს არის ინფლაცია. აპრილის ბოლოს გადააჭარბებს 16% -ს

ნინო ჩხეიძე 12 მარ 2022
ასეთი იქნება Nissan Qashqai ახალი მოდელი

ასეთი იქნება Nissan Qashqai ახალი მოდელი

06 მარ 2019
თიბისი კონცეპტი და რადიო GIPA  წარმოგიდგენთ ყოველკვირეული პოდკასტების სერიას.

თიბისი კონცეპტი და რადიო GIPA წარმოგიდგენთ ყოველკვირეული პოდკასტების სერიას.

თამუნა 15 თებ 2022

უახლესი ამბები

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

  • ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

    ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

  • დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

    დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

  • ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

    ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

  • ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

    ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

  • საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

  • დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

    დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

  • ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

  •  BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

     BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

  • გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

    გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge