NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნათია მეზვრიშვილი: ეს კანდიდატი „ოცნების“, მისი ბინძური კამპანიის განუყოფელი ნაწილია და თბილისი „ჩაჭრას“ ასე ადვილად არ ივიწყებს

ნათია მეზვრიშვილი: ეს კანდიდატი „ოცნების“, მისი ბინძური კამპანიის განუყოფელი ნაწილია და თბილისი „ჩაჭრას“ ასე ადვილად არ ივიწყებს

18 ოქტ 2021 პოლიტიკა 392 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეს კანდიდატი „ოცნების“, მისი ბინძური კამპანიის განუყოფელი ნაწილია და თბილისი „ჩაჭრას“ ასე ადვილად არ ივიწყებს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი თბილისის მოქმედი მერის, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მისამართით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, კახა კალაძე არათუ მონაწილე, არამედ რიგ შემთხვევებში ინიციატორი იყო ოპონენტის წინააღმდეგ ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული კამპანიისთვის სრულიად შეუფერებელი მეთოდების გამოყენების.

“ეს კანდიდატი წუხს, რომ არ მიეცა „ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული“ კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ სიცრუის კამპანია მიმდინარეობდა (რასაც ბუნებრივია, არ მივესალმები). ეს კანდიდატი გვეუბნება, რომ „არც ერთი” ოპონენტისგან ფასეული წინადადება თბილისის განვითარებაზე არ მოუსმენია. და გადაწყვიტა „ახლა მაინც“ ისაუბროს საქმეზე.

თბილისელებს რომ მუდამ გვახსოვდეს – ეს ის კანდიდატია, რომელმაც გახარიასთან შინაარსობრივ დებატებზე შიშით უარი თქვა და მის წინააღმდეგ ჯანსაღი ცხოვრების საფარქვეშ, უბინძურესი კამპანია წამოიწყო; რომელმაც ორი ადამიანის საუბარი გარეთ გაიტანა; რომელიც არათუ მონაწილე, არამედ რიგ შემთხვევებში ინიციატორი იყო მისი ოპონენტის წინააღმდეგ სწორედ ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული კამპანიისთვის სრულიად შეუფერებელი მეთოდების გამოყენების; რომელმაც, მის გუნდთან ერთად, ყველაფერი იკადრა, რომ ოპონენტისთვის შინაარსზე საუბრის შესაძლებლობა არ მიეცა; კანდიდატი, რომელმაც სიძულვილის ბანერების გამოყენება არათუ დაგმო, „ჩემს წინააღმდეგ რომ იყენებენ კარგიაა?“ არგუმენტით მისი გამოყენება წაახალისა.

ამ კანდიდატს შინაარსი არ აინტერესებდა, როცა თბილისის განვითარებაზე და კონკრეტულ პროგრამაზე სასაუბროდ გახარია დებატებში იწვევდა. და ახლა, როცა მეორე ტურში ველი მოუსუფთავდა, შვებით ამოისუნთქა და გახარიას სახით საქმეზე საუბრის კომპლექსებს ვეღარავინ გაუჩენს, შინაარსისკენ მიიწევს.

ასე მარტივად არ გამოვა. ეს კანდიდატი ოცნების, მისი ბინძური კამპანიის განუყოფელი ნაწილია და თბილისი „ჩაჭრას“ ასე ადვილად არ ივიწყებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რა ენით საუბრობს – სამწუხაროდ, ოცნების ხელში ერთ დროს პროგრესული ლიდერების ბოლო ეს არის – ღარიბაშვილის, მდინარაძის და კობახიძის ენით, სიძულვილის ფრქვევას იწყებენ”, – წერს მეზვრიშვილი კახა კალაძის მისამართით და კახა კალაძის მიმართვას აზიარებს.

კომენტარები

TOP ნათია მეზვრიშვილი 2021-10-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნათია მეზვრიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბენ ჰოჯესი: ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციიდან სარგებელს ნახულობს, რაც დაკავშირებულია სააკაშვილთან, ეს არის კრემლი და კრემლის მხარდამჭერები

შემდეგი სტატია

Everything about Free Casino Games Slots

მსგავსი სტატიები

„საზოგადოების რეაქცია პროკურატურის გამოძიებაზე იყო ძალიან მძაფრი და ძალიან სენსიტიური“

„საზოგადოების რეაქცია პროკურატურის გამოძიებაზე იყო ძალიან მძაფრი და ძალიან სენსიტიური“

24 ივლ 2018
“ჩვენ ამ 6 თვეში უფრო გავღარიბდით” – ოპოზიცია საქსტატის მიერ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამოქვეყნებას აფასებს

“ჩვენ ამ 6 თვეში უფრო გავღარიბდით” – ოპოზიცია საქსტატის მიერ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამოქვეყნებას აფასებს

ირაკლი შალიკაშვილი 31 ივლ 2019
ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

ირაკლი შალიკაშვილი 26 თებ 2021

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge