NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

18 ოქტ 2021 ბიზნესი 221 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, პანდემიის IV ტალღამ ტურიზმის სწრაფ აღდგენაზე აგვისტოში ნეგატიურად იმოქმედა, რაც ძირითადად ისრაელიდან ვიზიტორების შემცირებით იყო გამოწვეული. მოლოდინების შესაბამისად, სექტემბერში ისრაელიდან ზრდა აღდგა, მთლიანობაში კი ტურისტული შემოდინებები იმავე დონეზე დარჩა და აშშ დოლარში გამოხატვით, 2019 წლის სექტემბრის 50.8% შეადგინა. სამომავლოდ, ეტაპობრივი აღდგენა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ოქტომბერში, 2019 წელთან შედარებით, მაღალი საბაზო ეფექტის გამო, გარკვეული შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ასევე თვალსაჩინოა არარეზიდენტების ბოლო კვირის უნაღდო ხარჯებიდანაც. სექტემბრის გზავნილების დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო და წლიურმა ზრდამ 8.8% შეადგინა.

ტურიზმისა და გზავნილებისგან განსხვავებით, სექტემბრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებმა მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რაც ეკონომიკის უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. ამასთან, ბუნებრივია, მაღალმა ზრდამ სავაჭრო ბალანსის გაუარესება გამოიწვია. მთლიანობაში, ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების თვიური ცვლილების ჯამმა უარყოფითი – დაახლოებით 74 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სხვა პერიოდებისაგან განსხვავებით, ამავე თვეში ეროვნული ბანკის მიერ გაყიდულ 60 მილიონ აშშ დოლართან შესადარია. ამასთან, თიბისის მთავარი ეკონომისტის აზრით, ლარზე ზეწოლის მიზეზი არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინები უფრო იყო, ვიდრე მიმდინარე ანგარიშის ძირითადი კომპონენტების მიხედვით დაანგარიშებული დეფიციტი. აღნიშნული, რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, აგვისტო-სექტემბერში ლართან შედარებით, ვალუტის დეპოზიტების გაცილებით უფრო მეტ ზრდაში ჩანს, რაც სებ-ის ფულადი აგრეგატების ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ოქტომბერშიც გაგრძელდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სავალუტო დაკრედიტებაც აღდგენილია. არადა ფაქტობრივად, პანდემიის დროსაც კი, ლარის კურსი ხშირად სესხების სავალუტო კომპოზიციის ცვლილებასთან უფრო მეტადაა კავშირში, ვიდრე მიმდინარე ანგარიშის დინამიკასთან.

ლარის მხრივ, გასულ კვირაში საყურადღებო იყო თურქული ლირის გაუფასურება. უნდა გაუფასურდეს თუ არა ლარი? ისტორიული კავშირის მიუხედავად, თიბისის მთავარი ეკონომისტის მოსაზრებით, აუცილებლად არა, შემდეგი არგუმენტების გამო:

  1. ლარის ჯამური საშუალო კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით არ გამყარებულა, რადგან სხვა ვალუტებს ლირასაგან განსხვავებული დინამიკა ჰქონდა.
  2. თურქეთში მაღალი ინფლაცია ლირის გაუფასურებას მნიშვნელოვანწილად აკომპენსირებს. 3. ლარს ლირასთან მიმართებით გრძელვადიანი გამყარების ტენდენცია აქვს, თუმცა სადღეისოდ ლარი უფრო მეტად არის გამყარებული.
  3. მართალია ლარი/ლირას დინამიკას თურქეთსა და საქართველოს სავაჭრო ბალანსზე ზეგავლენა აქვს, მაგრამ იაფი თურქული იმპორტი უფრო მეტად სხვა ქვეყნებიდან შემოსულ იმპორტთან არის კონკურენციაში, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებთან და, შესაბამისად, ასეთ დროს ჯამური სავაჭრო ბალანსის გაუარესება არ ხდება.
  4. ამასთან, სავაჭრო ბალანსზე ეკონომიკის ზრდა უფრო მოქმედებს, ვიდრე გაცვლითი კურსი.
  5. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ წლევანდელი სავალუტო შემოდინებები აჭარბებს გადინებებს.
  6. ყველაზე მნიშვნელოვანი – უკვე არსებული ძალიან მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, თიბისის მთავარი ეკონომისტი არ ფიქრობს, რომ ლარის დამატებით გაუფასურების აპეტიტი არსებობდეს.

აღსანიშნავია მულტისავალუტო კალათის უპირატესობები, ლირისა და რუბლის ჩათვლით, როგორც სესხების, ასევე დაზოგვის კუთხით.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 18 ოქტომბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე:

https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_18-10-2021_GEO.pdf

კომენტარები

2021-10-18
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ჯი ემ სი“ საქმიანობას აფართოვებს

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილ Fennec Tech Studio-ს  გამომწერთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა

მსგავსი სტატიები

ნათია თურნავა: Wizz Air და Ryanair საქართველოში ფრენებს აღადგენენ

ნათია თურნავა: Wizz Air და Ryanair საქართველოში ფრენებს აღადგენენ

ნინო ჩხეიძე 17 სექ 2020

თიბისის მხარდაჭერით მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი”ფინალი ჩატარდა

16 ნოე 2018
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „მეღვინეობა ვაზიანმა“ სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „მეღვინეობა ვაზიანმა“ სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

22 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge