NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ლომჯარია: დაინტერესებული ვარ, რომ დროულად შევიდეს მულტიფუნქციური ჯგუფი და შეისწავლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ლომჯარია: დაინტერესებული ვარ, რომ დროულად შევიდეს მულტიფუნქციური ჯგუფი და შეისწავლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

15 ოქტ 2021 საზოგადოება 656 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალს ადევნებს და დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დროულად შევიდეს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი და შეისწავლოს მისი მდგომარეობა.

„ცოტა ხნის წინ მქონდა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე საუბარი. მათ განაცხადეს, რომ განცხადება თითქოსდა არასწორად იყო დაწერილი პირადი ექიმის მხრიდან, ამიტომ მე მათ ვთხოვე დაუკავშირდნენ და აუხსნან, რა პროცედურებია დასაცავი. ვიცი, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა მულტიფუნქციური ექიმების ჯგუფის მუშაობაზე“, – აცხადებს ლომჯარია.

ომბუდსმენის თქმით, მას პირადად არ უნახავს სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადება, რის საფუძველზეც ის პატიმრობაში მყოფ სააკაშვილთან ციხეში შესვლას ითხოვდა.

„განცხადება არ მინახავს. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ არასწორად არის, ანუ მოთხოვნილია ერთთვიანი ულიმიტო შესვლა, რასაც არ ითვალისწინებს პროცედურები. ანუ თითოეულ შესვლაზე განცხადება ცალ-ცალკე უნდა დაიწეროს, ეს არის მიზეზი. ჩემი წარმომადგენლები პრეზიდენტის მდგომარეობას რეგულარულად ამოწმებენ, ვახორციელებთ ვიზიტებს. გუშინაც იყვნენ შესულები. რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება შევიდე, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, მეც და ჩემი წარმომადგენლები აქტიურად ვართ ჩართული და მონიტორინგს ვუწებთ მის მდგომარეობას. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე არ შემიძლია საჯაროდ ვისაუბრო, ამის უფლება არ მაქვს, თუმცა ვადევნებთ თვალს და ძალიან დაინტერესებული ვარ, რომ დროულად შევიდეს მულტიფუნქციური ჯგუფი და შეისწავლოს მისი მდგომარეობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება პატიმრობის პირობებს და მოპყრობას პატიმრის მიმართ, მისი თქმით, ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველს დარღვევები არ დაუფიქსირებია.

კომენტარები

TOP ნინო ლომჯარია 2021-10-15
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ნინო ლომჯარია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი ვაშაძე: ამ ბიუჯეტს უმუშევრობის ზრდის ბიუჯეტს დავარქმევდი – სუს-ის დაფინანსება 2 მლნ. ლარით იზრდება, ეს იმას ნიშნავს, უფრო მეტად მოგვისმენენ

შემდეგი სტატია

თამარ გაბუნია: ვინც ჰოსპიტალში ხვდება 98% აცრილი არ არის, უკვე აღარ არის სადავო, რომ ვაქცინა იცავს

მსგავსი სტატიები

“დღეს კვლავ დადგა მძიმე დრო, როცა ჩვენი ერი და ბერი საქართველოს ეკლესიის მეთაურისაგან მოელის ხალხისათვის ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას”

“დღეს კვლავ დადგა მძიმე დრო, როცა ჩვენი ერი და ბერი საქართველოს ეკლესიის მეთაურისაგან მოელის ხალხისათვის ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას”

ნინო ჩხეიძე 25 დეკ 2021
„ბავშვები არიან, რას აკეთებთ?! ნორმალურები ხართ?!“ – ჰომოფობიური აქციის მონაწილეები ბავშვს გაეკიდნენ

„ბავშვები არიან, რას აკეთებთ?! ნორმალურები ხართ?!“ – ჰომოფობიური აქციის მონაწილეები ბავშვს გაეკიდნენ

ნინო ჩხეიძე 05 ივლ 2021
პრემიერი შეთანხმების შესაძლებლობას ხელს არ უნდა უშლიდეს, არ მგონია, არჩილ თალაკვაძე ფიქრობდეს, რომ დროის კარგვაა და აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს

პრემიერი შეთანხმების შესაძლებლობას ხელს არ უნდა უშლიდეს, არ მგონია, არჩილ თალაკვაძე ფიქრობდეს, რომ დროის კარგვაა და აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს

ირაკლი შალიკაშვილი 01 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

    თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

  • მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

    მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

  • “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

    “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

  • დღე ისტორიაში – 28 იანვარი

    დღე ისტორიაში – 28 იანვარი

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge