NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნიკა მელია: ვიდრე ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით

ნიკა მელია: ვიდრე ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით

14 ოქტ 2021 პოლიტიკა 441 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო (არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ უნდა ვთქვა) ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი ბრძოლას განაგრძობენ მანამ, სანამ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. ნიკა მელიას თქმით, ის რაც დღეს ხდება, ისტორიული უსამართლობაა.

„დღეს ძალიან ემოციური დღეა ჩვენთვის ყველასთვის. ძალიან ბევრი ემოცია ირევა და პირველი ემოცია ეს არის ბრაზი, ბრაზი იმიტომ, რომ აქ და ახლა, ჩვენს თვალწინ საქართველოში ისტორიული უსამართლობა ხდება. თითოეული ჩვენგანი ძალიან მაგრად გაბრაზებულა ისტორიულ უსამართლობაზე. საქართველოს ისტორიის წიგნებს როცა ვკითხულობდით, სადაც ძალიან ბევრჯერ განგვიდევნია, შეგვივიწროვებია ან მოგვიკლავს კიდეც საქართველოს ერთგული დიდი ქართველი, სხვადასხვა ეტაპზე ქვეყნის განვითარების მანძილზე, სხვადასხვა დროს, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ამ ყველაფერს წიგნებში არ ვკითხულობთ, ამ რეალობაში აღმოვჩნდით, ჩვენს გარშემოა ეს ისტორიული უსამართლობა. დღევანდელი დღე საწინდარია იმის, რომ კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო ისტორიის ფურცლის დაწერის ნაცვლად ძალიან მალე თქვენ და კიდევ ბევრი სხვა საამაყო ფურცელს დაწერს. ეს თქვენ დაამტკიცეთ, მოყვარესაც დაუმტკიცეთ და მტერსაც. მეორე ემოცია, რაც იმ ემოციაში ირევა ეს არის იმედი და რატომ იმედი? იმიტომ, რომ ის, რაც უკვე მოხდა, მოხდა და ისტორიას ვეღარ შევცვლით, მაგრამ დღევანდელობას შევცვლით თქვენი სიმრავლით, სიმტკიცით და თქვენი სიმართლით, ამ ყველაფრით შეცვლით დღევანდელ რეალობას. კიდევ ერთი ემოცია, რომელიც აქ ირევა არის სოლიდარობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მანამ, სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო (არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ უნდა ვთქვა) ჯამბაზებს ჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს. ყველა, გარდა სამარცხვინო მოღალატე ხელისუფლების, ოკუპანტებისა, კრემლის პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია, მთელი ცივილიზებული სამყარო მიხეილ სააკაშვილთან სოლიდარულია. ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ ის გარეთ არ გამოვა, არა როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი, სულისჩამდგმელი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, არა როგორც მხოლოდ დიდი პოლიტიკოსი, როგორც პირველ რიგში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“,- განაცხადა მელიამ.

კომენტარები

TOP მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელია 2021-10-14
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

What’s the Perfect Way to Win Slot Machine Games?

შემდეგი სტატია

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილო, ძვირფასი საზოგადოების სახელით გეტყვი, რომ…

მსგავსი სტატიები

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების განცხადება

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების განცხადება

ნინო ჩხეიძე 17 ივნ 2021
უდუმაშვილი: ათიათასობით ადამიანი მოვა თავისუფლების მოედანზე

უდუმაშვილი: ათიათასობით ადამიანი მოვა თავისუფლების მოედანზე

ირაკლი შალიკაშვილი 08 ნოე 2021
მამუკა ხაზარაძე: უნდა მივაღწიოთ, რომ სამარცხვინოდ დამარცხდეს „ქართული ოცნება”

მამუკა ხაზარაძე: უნდა მივაღწიოთ, რომ სამარცხვინოდ დამარცხდეს „ქართული ოცნება”

ნინო ჩხეიძე 19 სექ 2021

უახლესი ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

  • მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

    მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

  • “ვიზე ვზრუნავთ? უწამლო და უსაკვებო ხანდაზმულებს ვთავაზობთ აუზს? თუ წამლიანებსა და დანაყრებულებს?”

    “ვიზე ვზრუნავთ? უწამლო და უსაკვებო ხანდაზმულებს ვთავაზობთ აუზს? თუ წამლიანებსა და დანაყრებულებს?”

  • ფილმები ცხოველთა მოყვარულთათვის

    ფილმები ცხოველთა მოყვარულთათვის

  • “ის ჩემი საუკეთესო მეგობარია”, – ჰეილი ბიბერი ჯასტინ ბიბერის შესახებ

    “ის ჩემი საუკეთესო მეგობარია”, – ჰეილი ბიბერი ჯასტინ ბიბერის შესახებ

  • მაგნიტური აფეთქებები მზის ზედაპირზე

    მაგნიტური აფეთქებები მზის ზედაპირზე

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვში მოლაპარაკებებისთვის მიიღო

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვში მოლაპარაკებებისთვის მიიღო

  • ლუჩანო სპალეტი: ველოდი თუ არა სადებიუტო მატჩში მისგან გოლს და საგოლე პასს? ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიყვანეთ ის გუნდში

    ლუჩანო სპალეტი: ველოდი თუ არა სადებიუტო მატჩში მისგან გოლს და საგოლე პასს? ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიყვანეთ ის გუნდში

  • ქრისტი ყიფშიძე ინტერნეტსივრცეს იპყრობს

    ქრისტი ყიფშიძე ინტერნეტსივრცეს იპყრობს

  • გი­ორ­გი გა­ხა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­კო­ლაჟს აქ­ვეყ­ნებს

    გი­ორ­გი გა­ხა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­კო­ლაჟს აქ­ვეყ­ნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge