NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ოპოზიცია “ნაცმოძრაობის” აქციას არ უერთდება – “ის, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაში არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გასაღები, არასწორ მოლოდინად მიმაჩნია”

ოპოზიცია “ნაცმოძრაობის” აქციას არ უერთდება – “ის, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაში არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გასაღები, არასწორ მოლოდინად მიმაჩნია”

13 ოქტ 2021 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 941 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის” დაანონსებულ აქციას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უერთდება. პოლიტიკური გუნდები ამას ხსნიან იმით, რომ შეკრება არის პარტიული ღონისძიება. აქვე აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნა სამართლიანი სასამართლო და მიხეილ სააკაშვილის ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარდგომაა.

პარტიის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ყურადღებას მოახლოებულ მეორე ტურზე ამახვილებს და ამბობს, რომ ახლა ფოკუსი ამაზე უნდა გაკეთდეს.

“პოლიტიკური პარტია “ლელო” ხვალ ამ აქციას არ შეუერთდება, თუმცა ყველას თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება აქვს, რომ მივიდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენ მთელი ფოკუსი გავაკეთოთ მეორე ტურებზე,“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გიგა ბოკერია არასწორ მიდგომად აფასებს მოლოდინების შექმნას იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილების გასაღებია.

“სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა შექმნა ამოცანა და მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი, უნდა მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება და სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე მეორე ტურებზე აზრი არ აქვს გასვლას. ზოგადი მიდგომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაში არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გასაღები. ეს მე არასწორ მოლოდინად მიმაჩნია, არარეალისტურად და ამიტომ არ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია და არ მგონია, რომ სწორი მიდგომაა,“ – აცხადებს გიგა ბოკერია.

შეკრებას არ შეუერთდება სტრატეგია აღმაშენებელი, თუმცა დაანონსებულ აქციაზე ინდივიდუალურად მისვლას გეგმავს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე.

“თუ ოპოზიცია თვლის, რომ ამისთვის აუცილებელია ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. პირიქით, მე, როგორც მოქალაქე, არ მინდა, რომ პრეზიდენტი დაიღუპოს საკანში და როგორც მოქალაქე, მივალ აქციაზე,“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

აქციას არ შეუერთდება პარტია ”მოქალაქეები”. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ უკვირს იმ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება, რომლებიც, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხალავენ, თუმცა მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლას არ აპირებენ.

“ეს არის სხვა პარტიის აქცია, რომელიც არის მათი ლიდერის მხარდასაჭერად. ამასთან ერთად, თქვენ იცით, რომ მთელ რიგ საქმეებთან მიმართებაში ჩვენ არ განვიხილავთ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად,“ – აცხადებს ლევან იოსელიანი.

კომენტარები

2021-10-13
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სუბარი: გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილს უსმენდნენ

შემდეგი სტატია

მაჭარაშვილი: ე.წ. აქციებს, რასაც აანონსებს “ნაციონალური მოძრაობა”, არ აქვს ლეგიტიმაცია

მსგავსი სტატიები

“ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

“ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

ნინო ჩხეიძე 11 აპრ 2021

პარლამენტში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე რეზოლუციასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს განახლდება

სოსო ელისაშვილი 09 მარ 2018
ნიკა მელია: ჩვენ არ გვინდა ძველი ძალების ახლით ჩანაცვლება, ჩვენ გვინდა ჯამის შეცვლა და შესაბამისად – შესაკრებთა შეკრება და არა შესაკრებთა გადაადგილება

ნიკა მელია: ჩვენ არ გვინდა ძველი ძალების ახლით ჩანაცვლება, ჩვენ გვინდა ჯამის შეცვლა და შესაბამისად – შესაკრებთა შეკრება და არა შესაკრებთა გადაადგილება

ნინო ჩხეიძე 04 იან 2021

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge