NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სპორტი»ზურაბ დათუნაშვილი: რას ვეტყვი გეგა გეგეშიძეს? არაფერს, ჩემი საქმით ვამბობ სათქმელს

ზურაბ დათუნაშვილი: რას ვეტყვი გეგა გეგეშიძეს? არაფერს, ჩემი საქმით ვამბობ სათქმელს

13 ოქტ 2021 სპორტი 1185 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში მის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც იცით, 30 წლის სპორტსმენმა რამდენიმე დღის წინ 87კგ წონით კატეგორიაში, სერბეთის სახელით, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2021 წელს ის ევროპის ჩემპიონიც გახდა, ხოლო ზაფხულში, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

“მადლობას ვუხდი ყველა ქართველს, ვისაც ჩემი გამარჯვება გაუხარდა. როცა მეოთხედფინალში ლაშა გობაძეს შევხვდი, ჩემთვის ძალიან რთული იყო და ვფიქრობ, ლაშასთვისაც რთული იყო. ისე გამოვიდა, რომ გავიმარჯვე. რაღაცნაირად, ფსიქოლოგიურად, ვგრძნობდი, რომ მაღლა ვიყავი ყველაზე და გამარჯვებას მოვიპოვებდი. ეს აისახა კიდეც ჩემს ჭიდაობაზე.

ისეთი სიტუაცია მქონდა, რომ არ მაძლევდნენ საშუალებას ჩემი საქმე გამეგრძელებინა. მე ვითხოვდი თანასწორობას, ჯანსაღ კონკურენციას, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს. ყველა პირობა შემიქმნეს, რომ ქვეყანა დამეტოვებინა. მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ სერბეთს, რომელიც მენდო და შანსი მომცა. გულდასაწყვეტია, რომ საკუთარ ქვეყანას ტოვებ. როცა კვარცხლებზე ვიდექი, საქართველოს დროშა სერბეთის დროშაზე ქვემოთ იყო, რაც ჩემთვის რთულად აღსაქმელია, მაგრამ რა ვქნათ, ასე გამოვიდა.

ზოგი მწერს, რომ შენ საქმეს მიხედე და რაღაც სისულელეებს… ბევრს უხარია, მომილოცა და მადლობა ამისთვის. სერბები ძალიან გახარებულები არიან, მაფასებენ და თავს დაფასებულად ვგრძნობ. სამწუხაროდ, საქართველოში სპორტულ კარიერას ვეღარ გავაგრძელებ, წესები ამის საშუალებას არ იძლევა.

2020 წელს, ამ პრობლემების შემდეგ პირველად გამოვედი ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის სახელით. წელიწადზე მეტი გამოტოვებული მქონდა და სამწუხაროდ, დავმარცხდი. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან მივიდა და უთხრა, რომ ჩვენ ვიმეგობროთო, მაგრამ ხომ გითხარი ზურა ვეღარ იჭიდავებსო. შემდეგ, სერბეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეს ამბავი მე მითხრა. ეს ყველაფერი მოტივაციის წყაროდ ვაქციე. ერთ წელიწადში სამი დიდი მედალი ავიღე და მადლობა ღმერთს. რას ვეტყვი გეგა გეგეშიძეს? არაფერს, ჩემი საქმით ვამბობ სათქმელს”, – განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზურამ საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა. იგი სერბეთის სახელით 2020 წლიდან ასპარეზობს.

კომენტარები

TOP ზურაბ დათუნაშვილი 2021-10-13
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ზურაბ დათუნაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირინა სარიშვილი: თუ ხვალ დილით აქ დამბლოკეს, ანდერძს გიტოვებთ …

შემდეგი სტატია

batumelebi: დუმბაძის 12-ში კაფეების – ვინილისა და k2-ის ადგილზე მშენებლობა იგეგმება

მსგავსი სტატიები

კანადელმა ბიატლონისტებმა რუსეთს ბოიკოტი გამოუცხადეს

13 დეკ 2017

სერენა უილიამსი დედა გახდა

02 სექ 2017
ბაადურ ჯობავა დამატებით პარტიას ითამაშებს

ბაადურ ჯობავა დამატებით პარტიას ითამაშებს

13 სექ 2017

უახლესი ამბები

  • რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

    რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

  • უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

    უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

    ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

  • ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

    ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

  • მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

    მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

  • რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

    რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

  • უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

    უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

  • “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

    “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

  • შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

    შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge