NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ვიქტორ იუშჩენკო: ამ მიმართვას ვიწყებ უდიდესი პატივისცემითა და იმ უდიდესი სიყვარულით, რომელიც ყველა უკრაინელის გულშია საქართველოსადმი

ვიქტორ იუშჩენკო: ამ მიმართვას ვიწყებ უდიდესი პატივისცემითა და იმ უდიდესი სიყვარულით, რომელიც ყველა უკრაინელის გულშია საქართველოსადმი

12 ოქტ 2021 საზოგადოება 805 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის ექსპრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა ჩაწერა. ის აცხადებს, რომ სააკაშვილი ქართველი ხალხის გვერდით იდგა გარდამტეხ მომენტებში და ახლა სასამრთლო პროცესს ელოდება. მისი თქმით, საქართველო არ უნდა შევიდეს დესტაბილიზაციის ზონაში, განსაკუთრებით, საშინაო საკითხებში, რომ ქვეყანამ არ დაუშვას დემოკრატიული დაცემა და იზოლაცია.

“ამ მიმართვას ვიწყებ უდიდესი პატივისცემითა და იმ უდიდესი სიყვარულით, რომელიც ყველა უკრაინელის გულშია საქართველოსადმი და ქართველებისადმი. ეს გრძნობა მრავალი, მრავალი საუკუნის მანძილზე ყალიბდებოდა, დღეს კი სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ჩვენ ვისწავლეთ ურთიერთპასუხისმგებლობა და ახლა ერთმანეთი გვეიმედება სიხარულის, მწუხარების, დიდი განსაცდელებისა თუ ზეიმის დროს. ჩემი დღევანდელი სათქმელი უკავშირდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და მინდა, ჩემი პოზიცია და ლოგიკა გაგაცნოთ, მაგრამ მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად”, — აცხადებს იუშჩენკო.

ვიდეოში ის განიხილავს, 2003-დან 2008 წლამდე განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ მაშინ ქართველმა ხალხმა ახალი პოლიტიკური კურსი აირჩია, რომელმაც ისინი სამართალიან არჩევნებამდე და თავისუფალ მედიამდე მიიყვანა. იუშჩენკო ხაზს უსვამს, რომ მაშინ ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო გახდა, გაქრა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული. ასევე, იშჩენკო 2008 წლის ომს იხსენებს და ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველო ნაწილობრივი ოკუპირება მოახდინა, რადგან მას არ სჭირდება თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო.

“მაშინ, როდესაც ოკუპანტი თქვენი დედაქალაქიდან 20 ან 30 კილომეტრში იყო, მე, პრეზიდენტ კაჩინსკისთან, პრეზიდენტ ადამკუსთან, ესტონეთის პრეზიდენტთან და ლატვიის პრემიერმინისტრთან ერთად თბილისის მოედანზე, პარლამენტის წინ ვიდექი და ერთ ლოზუნგს გავიძახდით: “დღეს ყველანი ქართველები ვართ, დღეს ყველანი ვართ თბილისი და საქართველოს ოკუპაციას არ დავუშვებთ. ჩვენ თქვენს დედაქალაქს დავიცავთ.”

მტერი არ მოსულა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოს დიდი გამარჯვება იყო. მილიონობით ქართველისა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში და არამხოლოდ ქართველებისა”, — აცხადებს ის.

დასასრულს ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ყველა ეს მოვლენა, რაზეც ისაუბრა, არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის, სააკაშვილის ოცნება, არამედ იყო მთელი ერის ამბიცია, რომლის დროსაც სააკაშვილი ხალხთან იდგა, ახლა კი გამოძიებას ელოდება.

“ყველა ეს მოვლენა, რომელზეც მოვყევი, იყო არამარტო ერთი ადამიანის ოცნება, არამედ ქართველი ერის ამბიცია და მან წარმატებას მიაღწია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თქვენთან ერთად იდგა და ახლა გამოძიებასა და სასამართლო პროცესს ელოდება. მინდა, რამდენიმე პოზიციაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო არ შევიდეს დესტაბილიზაციის ზონაში, განსაკუთრებით, საშინაო საკითხებში. რომ საქართველომ არ დაუშვას დემოკრატიული დაცემა და იზოლაცია”, — ამ სიტყვებით ასრულებს ის ვიდეომიმართვას, რომელიც სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

წყარო: on.ge

კომენტარები

TOP ვიქტორ იუშჩენკო მიხეილ სააკაშვილი 2021-10-12
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვიქტორ იუშჩენკო მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თაკო ჩარკვიანი: სააკაშვილის სიკვდილი თუ არ გაწუხებთ, კოალიციაში “შემავალნო”, იქნებ თქვენი პოლიტიკური სიკვდილის გამო მაინც მიხვიდეთ სოლიდაობის აქიაზე!

შემდეგი სტატია

დიმიტრი გორდონი: მე ამ მაისურით მინდა მთელი მსოფლიოს ყურადღება მივიქციო

მსგავსი სტატიები

ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

26 სექ 2017
ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე: ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­შიც მქონ­და და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბა… ეს შეგ­რძნე­ბა სულ თან უნდა დაგსდევ­დეს, თუ სინ­დი­სი გა­გაჩ­ნია

ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე: ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­შიც მქონ­და და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბა… ეს შეგ­რძნე­ბა სულ თან უნდა დაგსდევ­დეს, თუ სინ­დი­სი გა­გაჩ­ნია

ნინო ჩხეიძე 19 დეკ 2022
ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

06 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge