NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მინდა მოვუწოდო ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში თამარ ჟვანიას და გიორგი კალანდარიშვილს

მინდა მოვუწოდო ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში თამარ ჟვანიას და გიორგი კალანდარიშვილს

05 ოქტ 2021 პოლიტიკა, საზოგადოება 220 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოვუწოდო ოპოზიციას, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ქალბატონ თამარ ჟვანიას და ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ დნობა არ გამოუცხადეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მხარდამჭერებს არჩევნებში გამოხატული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მათ უკვე მერვედ მოგვცეს მაღალი ლეგიტიმაცია. რა თქმა უნდა, ამ ნდობას ჩვენ ვიღებთ ადგილობრივი, ეროვნული და საგარეო პოლიტიკის მოწონებად და ამ პოლიტიკის გაგრძელების მანდატად. არჩევნები ყველას მიერ შეფასდა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ როგორც თავისუფალი და კონკურენტული. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ეს თავისუფალი და კონკურენტული ყოფილიყო, ორი ფაქტორი იყო ყველაზე გადამწყვეტი – საარჩევნო რეფორმა, რომელიც გატარდა, იყო წარმატებული და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული და ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია, განსაკუთრებული მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, უბნებს. აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის სამწუხარო ფაქტი, რაც ცესკოს დაკომპლექტებასთან იყო დაკავშირებული. იმასთან, რომ ოპოზიციამ და მათ შორის არასამთავრობო სექტორმა მხარი არ დაუჭირეს მათ შორის ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილს. მინდა აქედან მას პირადად მადლობა გადავუხადო იმ საქმისთვის, რომელიც მან ამ მცირე ხანში გაწია, ამ ორგანიზებულად ჩატარებული არჩევნებისთვის. 2020 წელს თამარ ჟვანიას მიმართ ისმოდა ისეთი ბრალდებები, პირადი, პოლიტიკური, სამართლებრივი ყველანაირი. მაშინაც ვამბობდი, რომ ბოდიში მოეხადათ თამარ ჟვანიასთვის. ამ არჩევნებით დადასტურდა ერთი რამ – გარდა იმისა, რომ მანამდეც საგამოძიებო კომისიის სხვა ფაქტებით დადასტურებული იყო, რომ ყველა ბრალდება ქალბატონი თამარის მიმართ იყო ფარსი და ტყუილი, ამ არჩევნებმაც დაადასტურა ეს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მაშინ არც კი დაიცვეს ქალბატონი თამარი და მოვუწოდო ოპოზიციას, რომელიც ქალბატონი თამარის პირდაპირი ბრალმდებელი იყო, ახლა მაინც მოუხადეთ ქალბატონ თამარ ჟვანიას ბოდიში და ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ დნობა არ გამოუცხადეთ“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

კომენტარები

2021-10-05
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მინდა მეორე ტურში მყოფ ოპოზიციის კანდიდატებს საჯაროდ შევთავაზო, რომ შეძლების ფარგლებში ჩავერთო და დავეხმარო მათ კამპანიას

შემდეგი სტატია

ერთი დიდი ოჯახი – სარაგბო კლუბი „სოხუმის“ ახალი ცხოვრება

მსგავსი სტატიები

პატრიარქი: ხშირი შემთხვევა იყო, როცა კანდიდატები უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს, სხვისი დამცირება არაფერს არ მისცემს ადამიანს, პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018
“თიბისი ბანკის” საქმე – საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს კერძო სექტორზე ზეწოლა

“თიბისი ბანკის” საქმე – საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს კერძო სექტორზე ზეწოლა

10 იან 2019
საქართველოს პრეზიდენტი ბრიტანეთის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიტანეთის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს შეხვდა

ირაკლი შალიკაშვილი 23 მაი 2019

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge