NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

04 ოქტ 2021 ბიზნესი 388 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, ინფიცირების მაჩვენებლების მკვეთრი მატების და გარკვეული შეზღუდვების შემოღების მიუხედავად, აგვისტოში ეკონომიკის ზრდა კვლავ მაღალი – 10.3% იყო. აქტივობამ 2019 წლის დონესაც 4.5%-ით გადააჭარბა. უკვე მესამე თვეა, რაც წლიურ ჭრილში ფისკალურ კომპონენტს ზრდაზე უარყოფითი გავლენა აქვს, თუმცა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა იმაზე დიდია, ვიდრე ფისკალური ეფექტის სრული კომპენსაციისთვისაა საჭირო.

ექსპორტის ზრდა შენელდა. ამასთან, გზავნილები, დაკრედიტება და იმპორტი გაძლიერდა, რაც შიდა მოთხოვნის სწრაფ აღდგენაზე მიუთითებს. სექტორების მხრივ, წინა თვის მსგავსად, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და მშენებლობის გარდა, ყველა სხვა ინდუსტრიაში გაზრდილი აქტივობა დაფიქსირდა. 2021 სრული წლის პროგნოზის მხრივ, აგვისტოს ზრდა მცირედით მეტი იყო, ვიდრე ეს თიბისი კაპიტალის 10.5%-იანი სცენარითაა გათვალისწინებული.

ადგილობრივი და უცხოური ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავება აგვისტოში კიდევ გაიზარდა და მორიგი რეკორდულად მაღალი – 9.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე მომდევნო წელს აშშ დოლარის განაკვეთის მატებაა მოსალოდნელი, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, აშშ დოლარის ადგილობრივი განაკვეთები არსებულ დაბალ დონეზე შენარჩუნდება. უფრო მეტიც, შემდგომი კლებაც კი არაა გამორიცხული. ამის მიზეზებია: საბანკო სექტორში უცხოური ვალუტის კვლავ ჭარბი ლიკვიდობა; გრძელვადიან პერიოდში ვალუტაში განაკვეთების სტრუქტურული კლება, რასაც სუსტი კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ დინამიკასთან და ასევე, ლარიზაციის მოსალოდნელი ზრდა.

ოთხშაბათს, სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის უცვლელად, 0%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. მართალია დაკრედიტების ზრდა მაღალია, თუმცა ასევე გათვალისწინებული იქნა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და მაღალი ინფლაცია. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მომდევნო წლებში სესხების ზრდა მისი გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ტენდენციასთან ახლოს იქნება, რაც მშპ-ის ნომინალურ მატებაზე რამდენიმე პროცენტული პუნქტით მეტია. ეს მოლოდინი ითვალისწინებს ეკონომიკის რეალური ზრდის დაახლოებით – 5.5%-მდე და ინფლაციის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელთან ნორმალიზებას.

ხუთშაბათს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რაც, როგორც ჩანს, არჩევნების შემგომ გაუფასურების მოლოდინებისა და გამყარებულ დოლართან დაკავშირებული სენტიმენტების შედეგია. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სავალუტო ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნის ბალანსი დადებითია და ლარიდან ვალუტაში კონვერტაციებიდან გამომდინარე ლარის კურსზე ზეწოლა დიდწილად მატერიალიზირებულია.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 4 ოქტომბრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_04-10-2021_GEO.pdf

კომენტარები

2021-10-04
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არჩევნები, ზოგადად, კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა

შემდეგი სტატია

SOLO-სა და „ანაგი დეველოპმენტის“-ის ექსკლუზიური შეთავაზება

მსგავსი სტატიები

თიბისი ბიზნესის და გაუს სტარტაპ კურსის გამარჯვებულები ცნობილია

თიბისი ბიზნესის და გაუს სტარტაპ კურსის გამარჯვებულები ცნობილია

თამუნა 30 ივნ 2021
გახსენი დღესასწაული მხოლოდ ჰოლოგრამიანი Galaxy-ით

გახსენი დღესასწაული მხოლოდ ჰოლოგრამიანი Galaxy-ით

თამუნა 28 დეკ 2021

კომპანია m²-მა სამშენებლო კოლეჯი, „კონსტრუქტ2“ გახსნა

24 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge