NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შინაპატიმრობა მიესაჯა

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შინაპატიმრობა მიესაჯა

03 ოქტ 2021 მსოფლიო 1061 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში დამნაშავედ სცნეს. პარიზის სასამართლომ სარკოზის ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევისთვის ერთი წლით შინა პატიმრობა მიუსაჯა.

პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზიმ საარჩევნო კამპანიისას 22.5 მილიონი ევროს დახარჯა რაც ორჯერ აღემატებოდა საარჩევნო კამპანიისთვის ქვეყნის კანონით განსაზღვრულ თანხის მოცულობას. როგორც სასამართლომ განაჩენის გამოტანისას განაცხადა, სარკოზი ფლობდა ინფორმაციას საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ლიმიტებთან დაკავშირებით, თუმცა, მიზანმიმართულად დაარღვია კანონმდებლობა და გაზარდა ხარჯები. სარკოზის ერთი წლის განმავლობაში ელექტრონული სამეთვალყურეო სამაჯურის ტარებაც მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოსთან დაკავშირებულ სკანდალში პირველად არ გახვეულა. მარტში სარკოზი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში სცნეს დამნაშავედ და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, სარკოზი თავისუფალია, რასაც მის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება უზრუნველყოფს. მიუხედავად რიგი გამოძიებებისა და სკანდალების, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ფლანგ კონსერვატორთა შორის კვლავ გავლენიან ფიგურად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, 2012 წელს კი არჩევნებში ფრანსუა ოლანდთან დამარცხდა. კორუფციასთან დაკავშირებული სასჯელით, სარკოზი ომის შემდგომი საფრანგეთის პირველ პრეზიდენტია, რომელსაც სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანა.  2011 წელს სასამართლომ, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის მისი წინამორბედი ჟაკ შირაკიც გაასამართლა, თუმცა ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ 2-წლიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

ნიკოლა სარკოზი 2021-10-03
ნინო ჩხეიძე
Tags ნიკოლა სარკოზი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

forbes.ge: ზაზა ფაჩულია Golden State Warriors-ში კალათბურთისა და ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

შემდეგი სტატია

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ნიკა მელიას წერილით მიმართავს: არავითარი რევანში არავის მიმართ

მსგავსი სტატიები

ბრიტანეთის შს მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ბრიტანეთის შს მინისტრმა თანამდებობა დატოვა

30 აპრ 2018

პოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შესახებ მეორე ბრძანება გამოსცა

27 ნოე 2018

ნიკოლას მადურომ აშშ-ს მიმართა

13 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge